“არ გვაქვს საწოლი, ბავშვებს ერთად სძინავთ” – გორში მცხოვრები უკრაინელი დედა

Share post:

მე ვარ ელენა 38 წლის, ხარკოვიდან. ვარ დაოჯახებული და მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. 8 წლის და 2 წლის გოგონები. უმაღლესი განათლება მაქვს და ომამდე ხარკოვის უნივერსიტეტში, ლათინურ ენას ვასწვლიდი. ომის დაწყებიდან, როდესაც ხარკოვზე იერიშები გააქტიურდა, შვილებთან ერთად საქართველოსკენ წამოვედი. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ერთ-ერთი დაბომბვის დროს ჩვენი საცხოვრებელი ბინა დაზიანდა. დედამ, რომელიც პენსიონერია წამოსვლაზე უარი თქვა.

მე კი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მანქანით საქართველოსკენ 11 მარტს გამოვიქეცი. გზა საკმაოდ რთული გამოდგა. დაახლოებით ერთი კვირა დაგვჭირდა საქართველომდე ჩამოსასვლალად. ბავშვებთან ერთად გორში, ნაქირავებ ბინაში ვიწროდ ვცხოვრობთ.

პატარას არ აქვს საწოლი და უფროს დასთან უწევს ძილი. ქირის გადახდაში გორის მერია გვეხმარება. უფროსი ბავშვი გორის ერთ-ერთ სკოლაში მივიყვანე, თუმცა კვირაში სამჯერ უკრაინაში ონლაინ გაკვეთილებს ვესწრებით. როგორც კი მექნება შესაძლებლობა სამშობლოში დავბრუნდები, ვინაიდან ასაკოვან დედაზე ძალიან ვნერვიულობ. დედამ ხარკოვში ადგილობრივი მთავრობისა და საკუთარი სახრებით შეაკეთა ბინა და შედარებით უსაფრთხოდაა მაგრამ უცხო გარემოში დიდხანს ვერ გავჩერდებით. მითუმეტეს ამ პირობებში როგორც ახლა ვართ. ბავშვებს ყოველდღიურად სჭირდებათ საკვები და ჰიგიენური საშუალებები და ამ ყველაფრის შეძენაც პრობლემაა ჩვენთვის. არც ვიცით ვის რა უნდა მოვთხოვოთ და ვინ შეძლებს დახმარებას.

ბლოგი მომზადებულია ნეო ტვ-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია “ქალთა ფონდის” მიერ.

დაკავშირებული სტატიები

“როცა ლითონი აზრს იძენს” – თვითნასწავლი გელა ლეკიშვილის მავთულების ხელოვნება

აბრეშუმის გალერეაში ჯგუფური გამოფენა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდა 22 წლის თვითნასწავლი ხელოვანი გელა ლეკიშვილი – ყვარელიდან, სოფელ სანავარდოდან. მან...

რა დრო რჩება და რატომ სჭირდება დედას საკუთარ თავზე ზრუნვა – ფსიქოლოგის რჩევები

თანამედროვე სამყაროში ქალის როლი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ის ერთდროულად ითავსებს მეუღლის, დედის, პროფესიონალის, ორგანიზატორისა და ოჯახის მენეჯერის პოზიციას. ფსიქოლოგი...

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სამსახურიდან გაგათავისუფლეს?

შორენა ლოლაძე - იურისტი სამსახურიდან მოულოდნელად გათავისუფლება დღეს ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე. ზოგადად ეს საკითხი...

როგორ ვმართოთ სტრესი ეფექტურად? – “ფსიქოლოგის რჩევები”

სტრესის მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე. სპეციალისტების რეკომენდაციით, პირველ რიგში, სასურველია შევზღუდოთ ნეგატიური ინფორმაციის გადაჭარბებული მიღება....