გამყოფ ხაზთან, ქალთა უფლებებსა და დამცავ მექანიზმებზე შეხვედრები მიმდინარეობს

Share post:

გენდერული ნიშნით ოჯახში ძალადობა და დამცავი მექანიზმები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, არსებული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობები, უსაფრთხოება ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში –  ეს ისი ძირითადი თემებია, რომელთა შესახებ შიდა ქართლის 10 სოფელში ტრენინგ-სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები ტარდება. პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ნეო ტვ ახორციელებს.

“პროექტისთვის ისეთი სოფლები შევარჩიეთ, სადაც მსგავს თემებზე შეხვედრები ამ დრომდე არასოდეს ჩატარებულა. ქალების დიდმა ნაწილმა არ იცის რა სახის მუნიციპალური სერვისებით სარგებლობა შეუძლია, არ სმენიათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, არასოდეს მიუღიათ რეკომენდაციები უსაფრთხოების შესახებ ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში, ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევენ თუ კი ქალს ოჯახში ვინმე ავიწროებს. ვფიქრობთ იმ აქტივობებით, რაც პროექტის ფარგლებში გვაქვს გათვალისწინებული მცირედით მაინც გააუმჯობესებს მათ ყოველდღიური ცხოვრებას და საჭიროებებს,“-აღნიშნა პროექტის დირექტორმა ნინო ჩიბჩიურმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში ადგილობრივ ქალებს ანი ჯაბახიძე ესაუბრა. მისი სატრენინგო თემა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებს ეხებოდა. როგორც აღმოჩნდა ზოგიერთმა მონაწილემ მსგავსი საკითხები პირველად მოისმინა და ბევრი კითხვა გაუჩინა.

„მონაწილეებს ინფორმაცია მივაწოდეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა – ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფცია, კონფიდენციალურობა და ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა, გენდერული ნიშნით ძალადობა და ამ მიმართილებით არსებულ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული უფასო სერვისები. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, მათთვის მნიშვნელოვანია ამ კუთხით  ინფორმაციის უწყვეტად მიწოდება“-აღნიშნა ანი ჯაბახიძემ.

ქალები ამბობდნენ, რომ არაინფორმირებულობის გამო სოფელში ძალადობის შემთხვევებს მსხვერპლები შესაძლოა სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ ცხოვრებას. ამიტომ მსგავსი სახის შეხვედრებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და უფლებებსა და შესაძლებლობებზე ცნობიერების გაზრდის აუცილბლობაზე მიუთითებდნენ.

“ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგი იყო. აქამდე რეპროდუქციული  ჯანმთელობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემებზე არავინ დაგვლაპარაკებია. არ ვიცოდით მათი გადაჭრის გზები. შესაბამისად, ტრენინგი აძველი ქალებისთვის ყოვლის მომცემი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა, რაზეც ძალიან მადლიერები ვართ ორგანიზატორების მიმართ“,-ამბობს სოფო გრძელიშვილი.

პროექტს ათივე სოფელში ადგილობრივი მობილიზატორი ჰყავს. აძვში ქალები მერი კორინთელმა შეკრიბა და შესაბამისი ფართის არ არსებობის გამო ტრენინგს საკუთარი სახლი დაუთმო.

“განვიხილეთ ის სერვისები და მომსახურება, რასაც სახელმწიფო გვთავაზობს და ამაზე ინფორმაცია მწირია. იმედია ამ ტრენინგის შემდეგ დამსწრეთაგან მცირე ნაწილი მაინც გამოიყენებს  მიწოდებული ინფორმაციას და მას სხვა ქალებსაც გაუზიარებენ“, – აღნიშნა მერი კორინთელმა.

ამავე პროექტის ფარგლებში ტრენინგი სოფელ ნიქოზშიც ჩატარდა, რომელიც აძვის მსგავსად საოოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტმა ნათია სიდამონიძემ გამოცდილება ახალგაზრდებს გაუზიარა. ესაუბრა სექსუალური შევიწროების შემთხვევებსა და დამცავ მექანიზმებზე. განსაკუთრბული დაინტერესება დამსწრეტაგან ონლაინ ბულინგმა გამოიწვია.

“ახალგაზრდებს გავუზიარეთ თუ რა საფრთხეებს შეიძლება წავაწყდეთ ონლაინ თუ ფიზიკურ სივრცეში. ვისაუბრეთ, რამდენად გახშირდა ონლაინ თაღლითობები, ბულინგი და გავუზიარეთ ის მარტივი წესები, რაც ყველამ უნდა დაიცვას, უსიამოვნო შემთხვევების თავიდან აცილებისთვის. დაინტერესება გამოიწვია პირადი სივრცის დაცვის თემამამაც, რაზეც მონაწილეებმა საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს“,-აღნიშნა ნათია სიდამონიძემ.

მასთან ერთად ნიქოზელ ახალგაზრდებს უსაფრთხოების  კიდევ ერთი სპეციალისტი, ლიკა ომაძე შეხვდა. ტრენინგი ინტერაქციური აღმოჩნდა და პირადი მაგალითების განხილვით, არაერთი საინტერესო შეკითხვა დაისვა.

ახალგაზრდებს მივაწოდეთ უნფორმაცია თუ რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული თუნდაც უფასო wi-fi-ის გამოყენება, რა არის ფიშინგი, როგორ ამოვიცნოთ ყალბი ამბები ინტერნეტში და ა.შ, ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ სივრცეს, მივაწოდეთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროებისგან თავის დაცვის და სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მუშაობის სპეციფიკაზე. საერთო ჯამში სატრენინგო თემამ ადგილობრივებში დიდი დაინტერესება გამოიწვია და მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მიიღეს,“-ამბობს ლიკა ომაძე.

პროექტში გაწერილ თემებზე ტრენინგები სულ 10 სოფელში ჩატარდება, რომლის ორგანიზებაში თავად ადგილობრივი ქალები არიან ჩართულები. გამოკვეთილ საჭიროებებზე შესაბამის მუნიციპალიტეტებში, გადაწყვეტილების მიიღებ პირებთან  ადვოკატირების მიზნით, შეხვედრები იგეგმება. პროექტის დასასრულს კი პროექტის გუნდი სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებზე კვლევის შედეგებს წარმოადგენს.

ეს ვიდეო შექმნილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო – 1

დაკავშირებული სტატიები

გორის მუნიციპალიტეტში, 8-დან 5 სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბროწლეთში, ტყვიავში, ტირძნისში, ფხვენისში, კარალეთში, ქიწნისში, ქვემო ხვითსა და შავშვებში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმეს....

ევროკავშირზე გავრცელებული მითების გაქარწყლება ფაქტებით შეგვიძლია – თათია ინჯგია

თათია ინჯგია ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი ეროვნული არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა...

ევროინტეგრაცია და დემოკრატია საქართველოში 2024 წლის მოვლენების ფონზე

ლიკა მზარეულიშვილი 2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე. ბოლო წლები სერიოზულ გამოწვევებს და საკვანძო გადაწყვეტილებებს...

“რუხი ზონა” – ჰიბრიდული ომის შესახებ გორში დისკუსია გაიმართა

"ჰაკერები თავისუფალი ხალხია. ისინი ჰგვანან ხელოვანებს, რომლებიც თუ კარგ ხასიათზე არიან, დილით დგებიან და იწყებენ ხატვას. ჰაკერებიც ასე...