გიფიქრიათ, როგორ ცხოვრობენ ახალგაზრდები ოკუპაციის პირისპირ? – გიორგი ოგანესიანი

0
91

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი იცავს ყველა ადამიანის თანასწორობას, მათ შორის განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

გიფიქრიათ, რამდენად თანასწორი და თანაბარი შესაძლებლობები აქვთ ინტელექტუალური განვითარების საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს? რამდენად აქვთ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს არაფორმალურ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა?

განსაკუთრებით კი მოწყვლად ახალგაზრდულ ჯგუფებს, რას ვგულისხმობ მოწყვლად ჯგუფებში? ე.წ. „გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს, ცხინვალის ახალგორისა და გალის მუნიციპალიტეტში მინდა საკუთარი გამოცდილებით შიდა ქართლის კონტექსტში გესაუბროთ, სადაც ახალგაზრდებს ნამდვილად არ აქვთ თანაბარი შესაძლებლობა მათ თანატოლ სხვა ახალგაზრდებთან შედარებით განვითარებისა და სოციალიზაციის კუთხით.

აღსანიშნავია, რომ პრობლემა ამ მავთულხლართების ორივე მხარეს პრობლემაა და ოკუპაციის პირისპირ ცხოვრება განვითარების ძირითადი ბარიერია. სოფლები – ერგნეთი, ხურვალეთი, ნიქოზი, დიცი და ეს არასრული ჩამონათვალია, სადაც ახალგაზრდებს საკლასო ოთახებიდან ყოველდღიურად მავთულხლართების, რუსი შეიარაღებული ე.წ. “მშვიდობისმყოფელებისა” და თვითაღიარებული ადმინისტრაციული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ცქერა უწევთ. ხშირ შემთხვევაში ხაშურის, ქარელის, გორის, ახალგორის, ცხინვალის, კასპისა და გალის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზდებს, რომელთაც ზუსტად ათობით მეტრი აშორებთ ოკპაციისგან ნულოვანი შესაძლებლობა აქვთ თავისუფალი დროის რაციონალური გამოყენების. მათ არ აქვთ ბიბლიოთეკა, თავისუფალი თავშეყრის სივრცე, არ ფუნქციონირებს სულ, რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომ აღარაფერი ვთქვთ ციფრულ შესაძლებლობებსა და გასართობ ცენტრებზე.

არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ერთი ათად მაღალია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ჩვენი ძმები და დები ცხოვრობენ. გავიხსენებ ბერლინისა და სომხეთ-მონტენეგროს ამბებს შესაბამისად, რა უნდა გაკეთდეს დე-ოკუპაციის პროცესის დასაძრავად და ახალგაზრდების განსავითარებლად?

მე მინდა ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ყველა ახალგაზრდას მაქსიმალურად თანაბრად ექნება განვითარებისა და ყველა სახის განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ამიტომ, საჭიროა ზუსტად გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდების მაქსიმალური გააქტიურება, გაძლიერება!

როგორ უნდა მოხდეს ეს?

1. ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური გაძლიერება ადამინისტრაციული ე.წ. საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდების გასააქტიურებლად. საერთაშორისო კონფერენციების, ბანაკების ტრენინგ კურსების მოწყობა, სადაც მონაწილეობას ქართელები, აფხაზები ოსები, სომხები და აზერბაიჯანელები მიიღებენ.

2.ახალგაზრდული სივრცეებისა და ცენტრების გაჩენა ყველა სოფელში.

3. ცნობიერების გაზრდა და სტერეოტიპების დამსხვრევა, რომელსაც ახლავე დავიწყებ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here