გორელი საჯარო მოხელეები “ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურებიან

Share post:

ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ საჯარო მოხელეთა ნაწილი დუმილს ამჯობინებს, ნაწილი ღიად ემხრობა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, ზოგიერთი კი თანახმაა ამ საკითხზე მისი პოზიცია ანონიმურად გასაჯაროვდეს. ნეო ტვ გორელ საჯარო მოხელეთა ნაწილს დაუკავშირდა, მათ შორის ზოგიერთმა კითხვები უპასუხოდ დატოვა, ნაწილმა განმარტა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუმცა ამაზე ღიად ვერ საუბრობს, ნაწილმა კი თქვა, რომ კომენტარს, საკუთარი მოსაზრებების შესახებ, ანონიმურობის დაცვის შემთხვევაში გააკეთებდა:

არ არსებობს საქართველოში საღად მოაზროვნე საჯარო მოხელე, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს რაიმე სახით. ჩვენც ვიზიარებთ, რომ ქვეყნის გზა არის ევროპისკენ და ამას წყალი არ გაუვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ არცერთი საჯარო მოხელე მხარს არ უჭერს რომელიმე რუსულ კანონს. განვმარტავთ: თქვენს მიერ ხსენებულ კანონს არ აქვს საერთო არაფერი რუსულთან.

გორის მერიის თავზე, ისევე როგორც საქართველოს აბსოლუტურად ყველა საჯარო დაწესებულებაზე ამაყად ფრიალებს როგორც ევროპის ასევე საქართველოს დროშა და ეს პირდაპირ მინიშნებაა, რომ ქვეყანა ირჩევს ევროპას. რაც შეეხება ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, წარმოუდგენელია კანონი შეეხოს რომელიმე ახალგაზრდას, რამე თუ კანონი არაა მიმართული პერსონალიებზე არამედ, ის ორიენტირებულია იურიდიულ პირებზე. ჩვენ ვხედავთ პრობლემას,  კომუნისტების დროს ფრაზა იყო “არ წამიკითხავს მაგრამ ვაპროტესტებ”, ეს ფრაზა ხშირად გამოიყენებოდა იმ მწერლების მიმართ ვინც, გაბედავდა და კომუნიზმის წინააღმდეგ რამეს დაწერდა ან მიანიშნებდა. დღესაც სამწუხაროდ ვაწყდებით ამ ფრაზას “არ წამიკითხავს, მაგრამ ვაპროტესტებ”, ეს არის მინიმუმ სამარცხვინო. ასევე საბჭოთა მიდგომაა, როდესაც ცენზურას აქვს ადგილი და პირდაპირ უკრძალავენ პირებს არ წაიკითხონ კანონი, რათა წაკითხვის შემთხვევაში არ მოხდეს შინაარსში შესვლა და განხილვა” , – აცხადებენ გამოკითხული საჯარო მოხელეები. 

ნეო ტვ ასევე დაინტერესდა თავად თუ ჰქოდათ წაკითხული კანონპროექტი და რა აზრის არიან მის მე-8 მუხლთან (დასმენა) დაკავშირებით. პასუხი ასეთია: 

საქართველოს მოქალაქის დამცავი მექანიზმი არის და ყოველთვის იყო კონსტიტუცია, შესაბამისად, მუხლები ან ტერმინები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ჯანსაღი მსჯელობის შედეგად  შესაძლოა ამოღებული იყოს პროექტიდან თუ ის არღვევს ადამიანის პერსონალურ უფლებებს. უნდა იყოს კოორდინირებული სამუშაო პროცესი სამთავრობო უწყებებთან.  

გვქონდა შეხება არასამთავრობო სექტორთან, რომლებმაც დააფიქსირეს პრეტენზია მხოლოდ ტერმინებთან დაკავშირებით, რომელიც მათი აზრით არის შეურაცხმყოფელი და კიდევ ერთი თემაა, რაც ეხება იურიდიულ ორგანიზაციებში მომუშავე პირთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას..

რაც შეეხება პროტესტს, ჯანსაღი პროტესტი მისასალმებელია, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება არის დასაგმობი ცივილურ, სწორედ ევროპულ სივრცეში და ბოლო მესიჯი ახალგაზრდებს: სწავლა, ჯანსაღი კრიტიკა, ჯანსაღი მსჯელობა არის ევროპა. ძალადობა, აკრძალვა, შეზღუდვა, გაუნათლებლობა არის რუსეთი, არჩევანი თქვენზეა. მე, და ჩემი თანამშრომლები (საჯარო მოხელეები) ვირჩევ ევროპას! საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!“- წერია გორელ საჯარო მოხელეთა ნაწილის მიერ, ნეო ტვ-სთვის გამოგზავნილ წერილში.

დაკავშირებული სტატიები

ბავშვებს ონლაინ სივრცეშიც სჭირდებათ დაცვა – ტრენინგი “მეცნიერებათა სკოლაში”

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვაწყდებით არაზუსტ ან მავნე ინფორმაციას – სწორედ ამიტომ ჩატარდა გორში, "მეცნიერებათა სკოლაში" მედიაწიგნიერების ტრენინგი, სადაც...

“არასდროს დაბრუნდე საბჭოთა კავშირში” – მესიჯი, რომელმაც ელჩების ყურადღება მიიპყრო

გორში, ხელოვნების სახლში გამართულ გამოფენაზე დღეს, სტუმრების ყურადღება სამოქალაქო აქტივისტის, თეონა ფანქველაშვილის მესიჯმა მიიპყრო, რომელიც მაისურზე ჰქონდა გამოსახული.  ღონისძიებას...

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები სასწავლო ვიზიტით ვილნიუსში იმყოფებდონენ

2025 წლის ​1​1-14 მარტს, სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა სასწავლო ვიზიტი ვილნიუსში. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ლიეტუვაში...

“ნეომედი” – თირკმლის მსოფლიო დღე და არსებული გამოწვევები

13 მარტი თირკმლის მსოფლიო დღეა. სწორედ თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ეთმობა გადაცემა "ნეომედი" - ეკა სუხიშვილთან...