გორში, Erasmus+ ის მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

Share post:

4 ივლისს, 14:00 საათზე, გორში, პროექტის “ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად” ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა საგანმანათლებლო სისტემაში მრავალფეროვანი ჯგუფების წარმომადგენელი სტუდენეტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობისა და თანამონაწილეობისთვის თანასწორი პირობების შექმნის მნიშვნელობაზე.

“ასეთი მრავალმხრივი მიდგომა გულისხმობს ინკლუზიური განათლების პრაქტიკის დანერგვას, განვითარებასა და გათვალისწინებას უმაღლესი განათლების ყველა ეტაპზე, როგორც ფორმალურ განათლებაში, ისე ექსტრაკურიკულურ აქტივობებში. აუდიტორიას ასევე მიეწოდება ინფორმაცია პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალ აკადემიურ კურსების/მოდულების და მოკლე სატრენინგო პროგრამების შესახებ. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ და გაწევრიანდნენ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ ქსელში, რომელიც სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთანამშრომლობით ფუნქციონირებს”, – აცხადებენ ორგანიზატორები.


პროექტი “ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად” ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმპირთა საკითხების კვლევის ცენტრი.


პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები და შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის).

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...