გორში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

Share post:

გორში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის გახსნის ღონისძიება მოეწყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამის  მიზანია, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა. მათივე განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

პროგრამის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია “საზოგადოება ბილიკის”  წარმომადგენელმა, ლია გორელიშვილმა გააკეთა. სწორედ ეს ორგანიზაციაა შიდა ქართლში აღნიშნული პროგრამის პარტნიორი.

მარიკა მღებრიშვილი – საზოგადოება “ბილიკის” ხელმძღვანელი

მოსწავლეთა  წარმატებული სასკოლო პროექტი კი დამსწრე საზოგადოებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გააცნეს; 

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პარტნიორული ქსელის მენეჯერი, PH International – ის წარმომადგენელი თამარ ფრუიძე და გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი, ნინო ბერიანიძე.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა მოიცავს 11 რეგიონს, საიდანაც ჩართული იქნება 650 სკოლა ქვეყნის მასშტაბით; ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და რაც მთავარია ბიზნეს სექტორი. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს სკოლაში მოსწავლეების და ახალგაზრდების, სამოქალაქო პროცესში ჩართულობის გაზრდას, მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას და სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარებას. ასეთი პროექტები დემოკრატიული საზოგადოების ჩართულობის და განვითარების საწინდარია. ადგილობრივი თვითმართბელობა მჭიდროდ თანამშრომლობს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ხელს შეუწყობს ასეთი აქტუალური პროექტების განხორციელებას, -აღნიშნა ნინო ბერიანიძემ.  

სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობაზე, პროფესიულ წინსვლაზე   და  პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობის შესახებ, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ნანა ტერმაკოზაშვილის პროგნოზით, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული სკოლები განსაზღვრულ პერიოდში უფრო მეტად აქტიურები გახდებიან.

ნანა ტერმაკოზაშვილი – გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი

ღონისძიებას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შიდა ქართლის რეგიონის პარტნიორი სკოლების, ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება  PH International –  საქართველო მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

დაკავშირებული სტატიები

გახდი პოპულარული AI – ს დახმარებით და გაზარდე შემოსავალი უსაფრთხოდ – უფასო კურსი სოფლად მაცხოვრებლებისთვის

თუ ცხოვრობ შიდა ქართლის რეგიონის რომელიმე სოფელში და გსურს ინტერნეტი სასარგებლოდ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგიძლია სრულიად უფასოდ...

“ტექნოპარკი” სკოლებში AI ტექნოლოგიების დანერგვას იწყებს

"მეცნიერებათა სკოლა გორში" არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება შიდა ქართლის მასშტაბით, რომელიც "ტექნოპარკის" მხარდაჭერით, სკოლაში ოფიციალურად ნერგავს ხელოვნური ინტელექტის...

“ტვინების ბრძოლის” ფინალში, გორის მე-8 და “მეცნიერებათა სკოლა” რეგიონის ლიდერები გახდნენ

"ტვინების ბრძოლის" ფინალში გორის მე-8 და "მეცნიერებათა სკოლის" გუნდებმა რეგიონის სკოლებს შორის ყველაზე მეტი ქულა მიიღეს. საერთო ეროვნულ...

“ტვინების ბრძოლის” ფინალში შიდა ქართლის 12 სკოლა მიიღებს მონაწილეობას

21 დეკემბერს საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები შეიკრიბებიან, რათა სამივე ასაკობრივ კატეგორიაში (U5, U8, U12) ქვეყნის ჩემპიონები გამოავლინონ....