დაგვეხმარეთ, ჩვენი სამკერვალოს გადარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

Share post:

ვცხოვრობ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მეჯვრისხევში, სადაც მოგეხსენებათ, როგორი რთულია არსებობაც კი. არ არის სამუშაო ადგილები სოფლის მეურნეობისა და ბაღების გარდა. ვხედავ, როგორ თანდათან ტოვებენ სოფელს ოჯახები და განსაკუთრებით ახალგაზრდები. გადავწყვიტე ამ პროცესის შესაჩერებლად ჩემი წვლილი შემეტანა და სოფლისთვის რამე სასიკეთო საქმე გამეკეთებინა. ჩემი ცოდნის რეალიზაცია მოვახდინე და გავხსენი სასწავლებელი, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობას ვასწავლი ჭრა-კერვას, თექას, ხატვას, ხეზე ჭრას, ტექსტილზე ხატვას და სხვა. შვიდი წელია, სოფელში ეს სკოლა მაქვს და 300-მდე მოსწავლემ გაიარა ჩემ ხელში. ახლა 30 ბავშვი მყავს.

2016 წელს “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში მოვიპოვე გრანტი და სოფლისთვის სამკერვალოც გავხსენი, რათა ჩემივე აღზრდილი ბავშვები დამესაქმებინა სამომავლოდ. ვამზადებთ ნამუშევრებს და სოფლის სახელით მონაწილეობას ვიღებთ მე და ბავშვები ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებზე (გორი, უფლისციხე და სხვა). ხალხი კმაყოფილია ადგილზე სამკერვალოს ფუნქციონირებით, მეც მიხარია ეს ყველაფერი, რომ ამის გამო მაინც აღარ უწევთ ქალაქში წასვლა. ვარ დიზაინერიც. ვქმნი ჩემი დიზაინით ტანსაცმელს. არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა და წარმატებითაც დამისრულებია.

პანდემიის პერიოდში, როდესაც covid-19 ის გავრცელებისას  პირბადეების დეფიციტი შეიქმნა, ჩვენს სამკერვალოში დამზადებული 3000 ცალი პირბადე,  სრულიად უსასყიდლოდ დავარიგეთ ერთი თვის განმავლობაში მე და ჩემმა მოხალისე მკერავებმა სხვადასხვა სოფლის მოსახლეობაში. 

ჩემი სოფლის ტყე და ბაღები ოკუპირებულია, ოკუპანტები კი განაგრძობენ ჩვენს თვალთვალს. ამ პირობებში მე სამკერვალო და ხელოვნების სკოლა გავხსენი. იმედი მივეცი ხალხს, რომ ყველაფერი კარგად იქნება მომავალში და რუსები ვერაფერს დაგვაკლებენ .იმედი მივეცი ცხოვრების და ამ დროს სიძველისგან შენობა ინგრევა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ამ შენობის დემონტაჟიც დაგეგმილია. მალე აღარაფერი მექნება გატეხილი გულის გარდა. ამიტომ ვითხოვ დახმარებას, იმისთვის, რომ სოფელს სამკერვალო ჰქონდეს. ჩემი შენობის გვერდით არის პატარა ადგილი, სადაც შეიძლება აშენდეს მცირე შენობა, სადაც ბავშვებიც ისწავლიან და სამკერვალოც იქნება. მხარდაჭერა და დაფინანსებაა საჭირო, მაგრამ არ ვიცი ვის და როგორ მივმართო. თუ ამ პატარა ადგილს გამოყოფენ ჩვენთვის, ხელს მეჯვრისხევთან ერთად სხვა სოფლის მოსახლეობასაც გაუმართავენ. სამკერვალოში დადიან აძველები, ახალუბნელები,მუმლაანთკარელები, ჯარიაშენელები, კვარხეთელები, კირბალელები, ფაბრიკელები და გორელებიც კი. გთხოვთ მოგვეხმაროთ ჩვენი სამკერვალოს გადარჩენაში. 

ნინო უმეკაშვილი

(სოფელი მეჯვრისხევი)

დაკავშირებული სტატიები

მთიანი ყარაბაღი 3000-მდე ადამიანმა დატოვა – სომხეთის ხელისუფლება

სომხეთის მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 25 სექტემბრის 06:00 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გაემგზავრა 2906 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან...

საოკუპაციო ხაზთან, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეებმა გამოკითხვა ჩაატარეს. ნათია სიდამონიძემ და ლიკა ომაძემ რესპონდენტები გორის...

ცხინვალთან ახლოს, ახალგაზრდებმა ევროკავშირის სიკეთეები განიხილეს

რისთვის გვჭირდება ევროინტეგრაცია? - ეს იყო საუბრის თემა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ნეო ტვ-ს პროექტის...

“დემოკრატია იწყება სკოლიდან”​ – ესსეების კონკურსი შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

თუ ხარ ახალგაზრდა (14 წლის ზემოთ), ცხოვრობ შიდა ქართლში და გსურს დემოკრატიის თემაზე საუკეთესო ესსეს ავტორი გახდე, შესაძლებლობა გაქვს მონაწილეობა მიიღო...