დაუცველობის განცდა, შიში და კარჩაკეტილი ცხოვრება – Neo Tv-მ უკრაინელ ქალებთან კვლევა დაასრულა

Share post:

საქართველოში მყოფი უკრაინელი ქალების საჭიროებებზე Neo Tv – მ კვლევა ჩაატარა და მათი პრობლემები შეისწავლა. ჯამში 25-65 წლამდე ასაკის 20 ქალი გამოიკითხა, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის გორშიც ცხოვრობენ.

უიმედობა, გაურკვევლობა, ფინანსური პრობლემები, დაუცველობის განცდა და მარტოობის შიში – ეს ის საკითხებია, რაზეც გამოკითხული ქალების უმრავლესობა ხაზგასმით აღნიშნავდა.

“კვლევა ჩატარდა ფოკუს-ჯგუფებში, გამოკითხული ქალებიდან ნახევარზე მეტს უმაღლესი განათლება აქვს (ზოგს ორიც). 10 მათგანი განქორწინებულია და არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად მარტოა საქართველოში. გამოიკვეთა ფინანსური პრობლემები, პირველადი მოხმარების ნივთებისა და საკვების არ ქონა, დასაქმების პრობლემა, რაც დაკავშირებულია ენობრივ ბარიერთან, იკვეთება ადაპტაციის სირთულეები, რამდენიმემ თქვა რომ აქვს დაუცველობის განცდა. განსაკუთრებით ისინი, ვინც დიდ ქალაქებში არიან განთავსებულები. უმრავლესობა კარჩაკეტილ ცხოვრებას მისდევს და ბავშვებსაც კი არ უშვებენ გარეთ, რასაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებით ხსნიან,”- განმარტავს ფსიქოლოგი ირინა პეტროვა, რომელიც აღნიშნულ კვლევაში უშუალოდ მონაწილეობდა.

არსებული ვითარების გამო უკრაინელი ლტოლვილების ნაწილი სხვა ქვეყანაში წასვლას ფიქრობს, ამიტომ ქართული ენის შესწავლას არ გეგმავენ. გორში ამჟამად უკრაინიდან ჩამოსული 10 ქალი იმყოფება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ თვეებში ეს რიცხვი 40-მდე იყო. როგორც აღმოჩნდა, ამთი ნაწილი თბილისსა და ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად, არასრულწლოვანი შვილების გამო, რადგან აღნიშნულ ქალაქებში უკრაინული სკოლები ფუნქციონირებს.

“გამოკითხულთაგან 5 ქალი შვილებს დისტანციურ სწავლებაზე ამყოფებს. ამბობენ, რომ შვილებს გარეთ არ უშვებენ დაუცველობის განცდის გამო. არავისთან არ ურთიერთობენ. ის ნაწილი, ვინც გორში ცხოვრობს, ცდილობენ ქართული ენის დაუფლებას და შვილები ქართულ სკოლებში დაჰყავთ. 20-ვე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის დახმარებით არ სარგებლობენ და არც იციან თუ არსებობს რაიმე სერვისი მათთვის. გამოკითხულ ქალებში ფსიქო-ემოციური ფონი მწვავეა, მათ არ ჩატარებიათ არანაირი რეაბილიტაცია ამ მხრივ მაშინაც კი, რაც ლტოლვილებად იქცნენ. ერთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტიც გამოიკვეთა პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიური პრომლემები არსებობს. გამოკითხულთაგან ერთ-ერთი მათგანი სამოქალაქო აქტივისტი იყო, თუმცა საქართველოში არავისთან აქვს ურთიერთობა. ჩაკეტილი ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი და არც სკოლაში დადიან. ამასთან ისინი აღნიშნავენ, რომ უჭირთ ომისგან მიღებული სტრესის დაძლევა”, – წერია NEO TV – ს მიერ ჩატარებულ კვლევაში.

კითხვაზე, თუ რა გაუარესდა მათ ცხოვრებაში, ბოლო 10 თვის განმავლობაში აღნიშნეს, რომ ესაა ფინანსური მდგომარეობა. გამოკითხული ქალებიდან 3-ს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და არ იცის სად ან ვისთან მივიდეს დასახმარებლად. არიან ქალები, რომლებსაც გარეთ გასასვლელი ტანსაცმელიც არ აქვს, რადგან ნაწილი ზაფხულის სეზონზეა შემოსული საქართველოში.

“გაუარესდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ასევე აქვთ ადგილობრივ თემთან ურთიერთობის სირთულე. არ აქვთ კავშირი სხვა უკრაინელ ლტოლვილებთან. საჭიროებას თავადვე ასახელებენ, რომ დაამყარონ კონტაქტები ერთმანეთთან. პრობლემა აქვთ ყოველდღიური საკვების მოძიებაში და უმრავლესობას აქვს მოუწესრგებელი საყოფაცხოვრებო გარემო. ენის ბარიერმათ დასაქმებასაც ხელს უშლის. კომუნალური პრობლემები და გადასახადები აწუხებთ, მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს მაინც უკრაინიდან, ახლობლებისგან გადმოგზავნილი თანხა წარმოადგენს, რაც როგორც თავად ამბობენ, საკვებში არ ჰყოფნით”,-ამბობს ფსიქოლოგი, ირინა პეტროვა.

საქართველოში,მათ შორის შიდა ქართლში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილი ქალების საჭიროებების კვლევა NEO TV – მ “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგელბში ჩატარდა სახელწოდებით, “NEO TV, როგორც მედიატორი უკრაინიდან ლტოლვილი ქალების მხარდასაჭერად”. ამ მიზნით პერიოდულად სპეციალური გადაცემაც მზადდება, სადაც უკრაინელი ქალები ლტოლვილობისას არსებულ პრობელემებსა და საჭიროებებზე თავადვე საუბრობენ.

დაკავშირებული სტატიები

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი დაშალა

საერთაშორისო ოპერაციამ დაშალა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთში დაფუძნებულ Evil Corp კიბერდანაშაულის ჯგუფთანაა დაკავშირებული. ქსელი მოქმედებდა როგორც პირველადი წვდომის ბროკერი და ransomware კამპანიების სტეიჯინგ პლატფორმა.

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი გაანადგურა

საერთაშორისო ოპერაციამ გაანადგურა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთის Evil Corp კიბერდანაშაულის დაჯგუფებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია მიზნად ისახავდა C2 ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციასა და ბოტნეტის სარდლობის ჩახშობას.