დონბასს რუსებმა უკანასკნელი ძალებით შეუტიეს – დავთ ბატაშვილი

0
93

“დონბასის ბრძოლა და იქ მუდმივი რუსული შეტევები წინა კვირებშიც მიდიოდა, უბრალოდ ახლა უკანასკნელი დარჩენილი ძალებით მიაწვნენ. რუსებს მხოლოდ შეზღუდული წინსვლა ექნებათ, უკრაინელთა დონბასის დაჯგუფებას ვერ გაანადგურებენ.

ომის დასაწყისთან ახლანდელ ვითარებას საერთო არაფერი აქვს, ომის ბედი უკვე გადაწყვეტილია უკრაინის სასარგებლოდ, იმის მიუხედავად რომ ახლა რაღაც კილომეტრებით რუსები შეიძლება წინ წავიდნენ. მოგვიანებით უკან დაბრუნდებიან, ვინც გადარჩება.

პუტინი უარს ამბობს ამ რეალობის გააზრებაზე, რადგან მაშინ უარი უნდა თქვას მის დიდ მიზანსა და ოცნებაზე. ისევ უნდა უკრაინის დაპყრობა, იმის მიუხედავად, რომ ამ დროისთვის ეს უკვე კატეგორიულად შეუძლებელია. ომში დამატებითი მსხვერპლის გარდა, ამის ერთადერთი შედეგი იქნება რუსეთის კიდევ უფრო მყარი გაფარჩაკება”, – წერს ანალიტიკოსი დავით ბატაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here