ევროკავშირზე ხალხს მეტი უნდა ვესაუბროთ, სოფლებში ამ მხრივ ცნობიერება დაბალია – ლიკა თოთლაძე

Share post:

ევროკავშირის შესახებ შიდა ქართლის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებს ვაწყობთ ვაწყობთ. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ, რომლის ფარგლებში 15-მდე ადგილობრივმა ახალგაზრდამ სპეციალური ტრენინგ-სემინარები გავიარეთ. მიღებულ ცოდნას იმ ადამიანებს ვუზიარებთ, რომლებსაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა იმ ინფორმაციაზე, რაც ერთი მხრივ ევროკავშირის სიკეთეებს ეხება, მეორე მხრივ იმ ფაქტებზე, რაც გავრცელებულ მითებს გაანეიტრალებს. ამიტომ ვცდილობთ მათთვის გასაგებ ენაზე სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ავუხსნათ რატომაა ქვეყნის ევროპული მომავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.

საინტერესო დისკუსია გაიმართა უფროსი თაობის ადამიანებთან. ვისაუბრეთ გავრცელებულ მითებზე და საპირისპირო ფაქტებზე. ხშირად მოსახლეობა ომთან დაკავშირებულ შიშზე მიუთითებდა. მათ თემში არსებობს მოსაზრება, თითქოს ამ ყველაფერს რუსეთი არ შეეგუება და ჩვენ ქვეყანას სათანადოდ “დასჯის”, რაც რა თქმა უნდა დეზინფორმაციული ნარატივია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა ამას სხვა ვერავინ გადაწყვეტს. მოსახლეობის აზრი ორად გაიყო ზოგმა აღნიშნა რომ ევროკავშირის წევრობა ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს, როგორც ვაჭრობის და დასაქმების კუთხით, ისე ხელფასების და პენსიების მომატების ნაწილში, ეს ყველფერი კი ახალგაზრდების მეტად განვითარებასთან ერთად დადებითად აისახება ქვეყანის სხვა მიმართულებაზეც, თუმცა მოსახლეობის ნაწილი ამ პროცესებისადმი ნიჰილისტურადაა განწყობილი.

რაც შეეხება გაჟღერებულ მითს, ომის დაწყების საშიშროებაზე, საუბრისას აღვნიშნეთ და ვისაუბრეთ, რომ სწორედ ევროკავშირია ჩვენი მშვიდობის გარანტი და ამ დრომდე უდიდეს როლს ასრულებს ის საქართველოში დაძაბულობის აღმოფხვრისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხელშეწყობის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა ასევე ოკუპირებული ტერიტორიებით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობაზე, დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ გვაქვს არაერთი მაგალითებიც იმის შესახებ, რომ ტერიტორიული პრობლემები ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებას არ უზღუდავს. ვფიქრობ მსგავსი სახის შეხვედრებში მეტი ინფორმირებული ადამიანი უნდა ჩაერთოს და მითების საპირისპიროდ, ქალაქიდან მოშორებით მცხოვრებ ადამიანებს რეალურ ფაქტებზე ვესაუბროთ. ნეო ტვ-მ ამისთვის 15 ახალგაზრდა გადაამზადა და საკუთარ თემში ინფორმაციის გაზიარების საშუალება “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით მისცა. ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად დამტკიცებისას საქართველოს, უფრო მეტი ინფორმირებული მოსახელობა ეყოლება, ვიდრე დღესაა.

ლიკა თოთლაძე

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...