ევროკავშირის შესახებ მითები ვრცელდება იქ, სადაც ინფორმაცა ნაკლებია – მარიამ გაბლიშვილი

Share post:

მარიამ გაბლიშვილი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, საიდანაც ახალგაზრდების მასიური გადინება შეინიშნება, დეზინფორმაციული ნარატივები აქტიურად ვრცელდება. უფროსი თაობის ადამიანები, რომლებსაც ონლაინ პლატფორმებზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ, ისმენენ იმ მითებს, რობლებიც მიზანმიმართულად ვრცელდება ევროკავშირის წინააღმდეგ. ყალბი ამბები კი იწვევს საზოგადოების დაბნეულობას და მათში დაძაბულობის შეტანას.

ნეო ტვ-ს პროექტის ფარგლებში, “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას შევეცადეთ იმ დასახლებებში, სადაც ხელმისაწვდომობა გვქონდა.

პირადად მე გადავწყვიტე ჩამეტარებინა საინფორმაციო შეხვედრა ევრონტეგრაციის შესახებ, ჩემს მშობლიურ სოფელ ზარდიაანთკარში. აქაც ძირითადად საპენსიო ასაკის მოსახლეობა ცხოვრობს და ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სწორ ინფორმაციაზე. საზოგადოების ნაწილი თავდაპირველად სკეპტიკურად იყო განწყობილი, როდესაც ამ თემის ირგვლივ ვესაუბრებოდი, თუმცა ტრენინგის მიმდინარეობისას აღნიშნავდნენ, რომ მთელი რიგი საკითხების შესახებ აქამდე არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. მაგალითად, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მათ ეგონათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ოკუპირებულ რეგიონებზე, აფხაზეთსა და ცხინვალზე უარის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. ამიტომ
განვუმარტე რომ ევროკავშირი აღიარებს თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტს მის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში.

ასევე დაასახელეს ევროპაში მცხოვრები მათი არაერთი ახლობლის მაგალითი. მათი თქმით, სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ევროპულ ქვეყნებში, უფრო კვალიფიციურ და პროფესიონალ ადამიანებად ჩამოყალიბდებოდნენ, რადგან იქ უკეთეს განათლებას იღებენ.

არასწორი ინფორმაცია არსებობდა ვაჭრობის თემაზეც. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რა გზებითაა შესაძლებელი მათი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა. მანამდე ისევ რუსეთის სახელმწიფოს მოიხსენიებდნენ ალტერნატიულ მექანიზმად, რადგან მათი ცხოვრების გარკვეული ნაწილი საბჭოთა პერიოდს უკავშირდება. რა თქმა უნდა ავუხსენი თუ რა დადებითი შედეგების მომტანია ევროკავშირის ბაზარი მათთვის, რა უპირატესი ღირებულება აქვს სოფლის პროდუქციას ევროკავშირში და რა კრიტერიუმები არსებობს მათი პროდუქტის ექპორტისთვის ევროკულ ბაზარზე. ვფიქრობ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავუზიარე მათ და სულ მცირედით მაინც შევუცვალეთ იმ თემებზე წარმოდგენა, რაზეც მანამდე რუსული დეზინფორმაციული გავლენების შედეგად არასწორად ფიქრობდნენ.

პირადად მეც დამეხმარა ეს პროექტი უფრო მეტი ინფორმაცია გამეგო ევროკავშირის შესახებ თბილისიდან მოწვეულ ექსპერტებთან შეხვედრის შედეგად. ვთვლი, რომ სწორედ ასეთი საინფრომაციო შეხვედრებია საჭირო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისთვის. რადგან რიგ სოფლებში გავრცელებული არაერთი მცდარი წარმოდგენა ისევ მოსახლეობის მდგომარეობას და განწყობებს აზიანებს მომავლის შესახებ. ვროკავშირის წინააღმდეგ გავრელებული რუსული პროპაგანდის აღმოსაფხვრელად, ერთად უნდა ვიმუშაოთ, როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა, ისე არსამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...