ერთი შვილი ომში დავტოვე, მეორე ლტოლვილად წამოვიყვანე – უკრაინელი დედის ისტორია “მედიატორში”

Share post:

NEO TV – ს სტუდიაში ლუდა ლებედენკო იმყოფებოდა, რომელმაც გადაცემაში “მედიატორი” მიიღო მონაწილეობა. “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში უკრაინიდან ლტოლვილი ქალებს საშუალება ეძლევათ საკუთარ საჭიროებებზე თავად ისაუბრონ და ამ გზით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მყოფ სხვა ლტოლვილ ოჯახებსაც დაუკავშირდნენ.

ამჯერად, გადაცემაში მონაწილეობა ხარკოვიდან წამოსულმა ორი შვილის დედამ მიიღო და საკუთარ ისტორიაზე ისაუბრა. მაყურებელს სრული გადაცემის ნახვა neotv.ge – ზე შაბათს, 3 დეკემბერს 19:00 საათზე შეეძლება.

 

“მე ხარკოვიდან ვარ,  დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობდი ამ ქალაქში, ომის დაწყებამდე. ომამდე მე საყვარელი საქმით დაკავებული ვიყავი ,ყველაზე ძვირფასი საქმით მე ვმუშაობდი საბავშვო სახლში, ვზრდიდი ბავშვებს. მე მყავს ორი შვილი ერთი 13 წლის და მეორე 28 – ის. ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ჩამოვედით გორში, რადგან ძალიან ძლიერად მიმდინარეობდა დაბომბვები და აღარ შეიძლებოდა იქ გაჩერება.

წარმოიდგინეთ როგორი გრძნობა ექნება დედას, რომელმაც ერთი შვილი ომში დატოვა, მეორე ლტოლვილად გაიყოლა. დედისთვის ეს ყველაზე საშინელია.  მით უფრო როცა მიდიხარ უცხო ქვეყანაში, არა იმიტომ რომ ეს შენ გინდოდა, არამედ გაიძულეს. წახვიდე ექსკურსიაზე ეს შენი ნებაა და როცა გაგდებენ სახლიდან, სხვა სახელი არ აქვს.

ძალიან მტკივნეულია, როცა გართმევენ ოჯახს სამსახურს, შვილს, რომელიც მიყავთ ომში. ძალიან დიდხანს ვიყავით გზაში. გამოვედით 1 აპრილს და გორში ჩამოვედით 6 აპრილს. 

პირველ წამებში, როცა ჩვენ ჩავსხედით თვითმფრინავში, ჩემი შვილი ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. შეგვხვდა ერთი ქართველი ახალგაზრდა ბიჭი, ალბათ ჩემი უფროსი ბიჭის ასაკისა, რომელიც ძალიან გვითანაგრძნობდა.  რით შემიძლია დაგეხმაროთ-ეს უკვე იყო სასიამოვნო მოსასმენი მხარდაჭერა, რადგან გხედავენ და ესმით შენი პრობლემები

 ძალიან ბევრი ცდილობს დამეხმაროს, ძალიან ბევრი მორალურად მხარს გვიჭერს,რადგან ამ მორალური მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთულია. რადგან ამ პერიოდში ძალიან დიდია დეპრესია. 

 ამ დეპრესიიდან ჯერ კიდევ გამომყავს ჩემი შვილი, რადგან მისთვის ძალიან მძიმე იყო ძმასთან განშორება, სკოლის გარეშე, მეგობრების გარეშე ყოფნა და სხვა გარემოში ცხოვრება. 

ბევრი საჭიროების წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა განსაკუთრებით თბილი ტანსაცმელი გვჭირდება და საკვები. მე შეიძლება გადავიტანო შიმშილი, მაგრამ ბავშვს როდესაც კვების რეჟიმი და რაციონი შეეცვალა უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. 

ძალიან მინდა მჯეროდეს ,რომ ომი მალე დამთავრდება და ასეთი სიტუაცია აღარ გვექნება აღარასოდეს. აღარასოდეს არავინ გადაიტანს იმ სისასტიკესა და ტკივილს, რასაც ახლა უკრაინელი ხალხი ვიტანთ. მე ერთხელ ვუსმენდი ერთ-ერთ გენერალს და სულ მახსენდება მისი სიტყვები “ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებებით” და მეც ამის იმედად ვარ, რომ ადრე თუ გვიან ეს მოლაპარაკება იქნება და ჩვენ დავბრუნდებით სახლში”, – ამბობს ლუდა ლებედენკო.

ბლოგი მომზადებულია ნეო ტვ-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია “ქალთა ფონდის” მიერ.

დაკავშირებული სტატიები

გორის მუნიციპალიტეტში, 8-დან 5 სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბროწლეთში, ტყვიავში, ტირძნისში, ფხვენისში, კარალეთში, ქიწნისში, ქვემო ხვითსა და შავშვებში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმეს....

ევროკავშირზე გავრცელებული მითების გაქარწყლება ფაქტებით შეგვიძლია – თათია ინჯგია

თათია ინჯგია ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი ეროვნული არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა...

ევროინტეგრაცია და დემოკრატია საქართველოში 2024 წლის მოვლენების ფონზე

ლიკა მზარეულიშვილი 2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე. ბოლო წლები სერიოზულ გამოწვევებს და საკვანძო გადაწყვეტილებებს...

“რუხი ზონა” – ჰიბრიდული ომის შესახებ გორში დისკუსია გაიმართა

"ჰაკერები თავისუფალი ხალხია. ისინი ჰგვანან ხელოვანებს, რომლებიც თუ კარგ ხასიათზე არიან, დილით დგებიან და იწყებენ ხატვას. ჰაკერებიც ასე...