“ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მეგობარი” – რა გაკეთდა გორში დასავლეთის მხარდაჭერით?

Share post:

საინფორმაციო სააგენტო “მოზაიკა” საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს, რისთვისაც ბოლო რამდენიმე წელში ათობით მლნ ევროა დახარჯული. ორგანიზაციის დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება აღნიშნულის შესახებ იყოს ინფორმირებული, რათა თავად გააკეთოს დასკვნები და შეფასებები, ვინაა მტერი და ვინ მეგობარი, საქართველოსთვის.

“ყველას უნდა გვახსოვდეს, ვინაა ჩვენი მეგობარი. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რამდენი რამ გაკეთდა ჩვენ გარშემო იმ მეგობარი ქვეყნების დახმარებით, რომლებსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება მტრად და უცხო ძალად აცხადებს. რუსული მავთულხლართის სიახლოვეს, თითქმის ყველა მასშტაბური პროექტი სწორედ დასავლეთის მხარდაჭერითაა განხორციელებული. როგორი იქნებოდა ჩვენი მუნიციპალიტეტი მათი დახმარების გარეშე, ყველამ მარტივად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი მეგობრები და არ უნდა დავუშვათ ჩვენი მტრის, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენა“, – ამბობს გვანცა დოლუაშვილი.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროექტებიდან, რომელიც დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით, საქართველოში და კონკრეტულად შიდა ქართლში განხორციელდა:

  • უფლისციხის კვლევა და რეაბილიტაციისთვის აშშ-ის ელჩმა 200 000 დოლარი გამოყო.
  • ლომჭაბუკის და გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის ევროკავშირმა 600 000 ევრო გამოყო.
  • გორის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის და ამერიკის დაფინანსებით, 13 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
  • გორში, ტურიზმის სექტორში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა მხარდაჭერად, ევროკავშირმა 1 800 000 ლარი გამოყო.
  • გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახელოსნოები, ტრადიციული რეწვისა და კულინარიის სივრცეები ევროკავშირის დაფინანსებით მოეწყო.
  • სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში 5 225 161 ევრო გამოიყო.
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საზოგადოებრივი ცენტრი ევროკავშირის მხარდაჭერით გაიხსნა.
  • “ახალ ბაღის” რეაბილიტაციისთვის 9.3 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკმა გამოყო.
  • გორიჯვრამდე მისასვლელი გზა USAID-ის დაფინანსებით მოეწყო.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი დაშალა

საერთაშორისო ოპერაციამ დაშალა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთში დაფუძნებულ Evil Corp კიბერდანაშაულის ჯგუფთანაა დაკავშირებული. ქსელი მოქმედებდა როგორც პირველადი წვდომის ბროკერი და ransomware კამპანიების სტეიჯინგ პლატფორმა.

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი გაანადგურა

საერთაშორისო ოპერაციამ გაანადგურა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთის Evil Corp კიბერდანაშაულის დაჯგუფებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია მიზნად ისახავდა C2 ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციასა და ბოტნეტის სარდლობის ჩახშობას.

რაკეტის რეპორტი: Blue Origin-ის სამშვიდობო მოედანი განახლდება; Relativity-ი მარსს მიზნად ისახავს

Blue Origin-ი თავის სამშვიდობო მოედანს აღადგენს, ხოლო Relativity Space კომპანია მარსზე მისიის განხორციელებას გეგმავს. კოსმოსური ინდუსტრიის ეს ორი მნიშვნელოვანი სიახლე კერძო კოსმოსური სექტორის სწრაფ განვითარებაზე მიუთითებს.