ვფიქრობ, უცხოურ გრანტებზე ჩემი საპრეზენტაციო თემა, ბევრ ადამიანს დააფიქრებს – ალექსანდრე ვალიაური

Share post:

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო Neo TV-ისა და ForSet-ს, რადგან “ღია მონაცემების ჰაბი” იყო ძალიან მნიშვნელოვანი და  კარგი პროექტი, ინფორმაციულობის თვალსაზრისით. ამავდროულად მოგვეცა საშუალება შეგვეძინა დამატებითი უნარ-ჩვევები. საინტერესო იყო თემაც, რომელიც მე წარმოვადგინე დასკვნით ღონისძიებაზე – “ღია მონაცემების ფორუმზე’’, რომელიც ეხებოდა ბოლო სამი წლის მანძილზე (2020-2023) შიდა ქართლში, უცხოური გრანტების შემოსვლასა და ხარჯვას.

როგორც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა ამ სამი წლის მანძილზე შიდა ქართლში შემოსულია 217 მილიონი დოლარის გრანტი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომელიც გამიზნული იყო სრულიად მოქალაქეებისა და მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე. ეს კოლოსალური თანხა რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს,როგორც ქვეყნის ისე კონკრეტულად შიდა ქართლის განვითარების პროცესზე.

როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლების წარმომადგენლები, ახდენდნენ დისკრედიტაციას და ცდილობდნენ, რომ იმ ორგანიზაციებისგან, რომლებიც ამ ქვეყნის განვითარებაზე არიან ორიენტირებულები, გამოეყვანათ მტრები, ვფიქრობ, უფრო მეტი ინფორმაციულობაა საჭირო, უფრო მეტი გამჭვირვალობაა წინაპირობა ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებისთვის, რადგან თვითონ მოქალაქეებს თუ ეცოდინებათ, რომ გვყავს პარტნიორი ორგანიზაციები და ქვეყნები,რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი და საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავენ ამაში, ეს ინფორმაცია სასიკეთოდ წაადგებათ, როგორც მოქალაქეებს ისე მუნიციპალიტეტებს.

მასალა, რომელზეც მე ვიმუშავე ვფქრობ დააფიქრებს, არა მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც ეს საკითხი სხვადასხვა საქმიანობისას შესაძლოა გამოადგეთ, არამედ რიგით მოქალაქეებსაც, რომლებსაც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ატყუებდნენ, რომ თითქოს მისი დაკანონება ე.წ. გამჭვირვალობისთვისაა საჭირო.

ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებით ბევრი პიროვნების თუ ჯგუფის რეალური სახე გამოიკვეთა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ შეგვეძლოს ინფორმაციის მოძიება და მეორე მხრივ მისი გადამოწმება, იმისთვის რომ არ გავხდეთ მიზანმიმართული პროპაგანდის მსხვერპლნი.

ალექსანდრე ვალიაური

პროექტს, რომელშიც ლექსო მონაწილეობს „ფორსეტის“ მხარდაჭერით, ნეო ტვ ახორციელებს.

დაკავშირებული სტატიები

მთიანი ყარაბაღი 3000-მდე ადამიანმა დატოვა – სომხეთის ხელისუფლება

სომხეთის მთავრობის ოფიციალური განცხადების მიხედვით, 25 სექტემბრის 06:00 საათისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში გაემგზავრა 2906 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან...

საოკუპაციო ხაზთან, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეებმა გამოკითხვა ჩაატარეს. ნათია სიდამონიძემ და ლიკა ომაძემ რესპონდენტები გორის...

ცხინვალთან ახლოს, ახალგაზრდებმა ევროკავშირის სიკეთეები განიხილეს

რისთვის გვჭირდება ევროინტეგრაცია? - ეს იყო საუბრის თემა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ნეო ტვ-ს პროექტის...

“დემოკრატია იწყება სკოლიდან”​ – ესსეების კონკურსი შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

თუ ხარ ახალგაზრდა (14 წლის ზემოთ), ცხოვრობ შიდა ქართლში და გსურს დემოკრატიის თემაზე საუკეთესო ესსეს ავტორი გახდე, შესაძლებლობა გაქვს მონაწილეობა მიიღო...