“თქვენი ბედი თქვენს ხელშია” – ევროკავშირის ელჩის გზავნილი საქართველოს მოქალაქეებს

0
50

ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე შეფასდება, როგორ აკმაყოფილებს ის პირობებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რაც უკრაინასა და მოლდოვას აქვთ. მის აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები, როგორიცაა ეკონომიკის საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი. წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს და დასახოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გზა, რომელიც კონკრეტულად შეიმუშავებს აუცილებელ რეფორმებს, რომლებშიც ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და რომელიც ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით ისარგებლებს.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

კარლ ჰარცელი საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ, “ფხიზლად ყოფნის მომენტია”. ჰარცელმა საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა. “თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია”, – განაცხადა ჰარცელმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here