ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფორმაციით, სამიტი ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება.
28-30 ივნისს, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი წარუძღვება.
საქართველოდან სამიტს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. პრესსამსახურის ცნობით, მანამდე, 20-21 ივნისს, ღარიბაშვილი ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტს გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.