ნეო ტვ ახალ ამბებს უკრაინულ ენაზეც გაავრცელებს

Share post:

საქართველოში მცხოვრები უკრაინული ოჯახები მათ შესახებ ინფორმაციის გაცნობას მშობლიურ ენაზეც შეძლებენ. ნეო ტვ მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პერიოდულად ავრცელებს, რომლის ძირითად აუდიტორიას მათი დახმარების მსურველები შეადგენენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე ნეო ტვ-მ მათ “ქალტა ფონდის” მხარდაჭერით, სპეციალური შეხვედრა მოუწყო და ომის შედეგად დაფანტულ ადამიანებს ერთად უმასპინძლა.

დღევანდელ შეხვედრაზე მათ სხვადასხვა იდეები გააჟღერეს და ნეო ტვ-სთან აქტიური კომუნიკაციის სურვილი გამოთქვეს. გარდა ამისა, უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეები ნეო ტვ-ს ტელეგრამ არხს (NEO TV) შეუერთდნენ, სადაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება.

დაკავშირებული სტატიები

“ღია გონების აკადემია” გორელ ახალგაზრდებს 8 დღიან სალექციო კურსზე იწვევს

თუ ცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტში, ხარ 16-დან 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდა და გსურს განივითარო კრიტიკული აზროვნებისთვის საჭირო უნარები, მაშინ...

ახალგაზრდებს ოჯახის დაგეგმვასა და კონტრაცეფციაზე ინფორმაცია არ აქვთ – კვლევის შედეგების პრეზენტაცია გორში

"ახალგაზრდებს ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ასევე არ იციან კონტრაცეფციის მნიშვნელობა, რაც შემდეგ სხვადასხვა სახის დაავადების მიზეზი...

როგორ მუშაობს მედია საოკუპაციო ხაზთან? – NEO TV და GMG უცხოელ ექსპერტებს არსებულ ვითარებას აცნობენ

როგორ ვაქციოთ მოპოვებული ინფორმაცია უფრო მიმზიდველად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით? - ამ თემაზე ჟურნალისტებს უცხოეული ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ. პრაქტიკის...

რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ქალებს და გოგონებს? – საინფორმაციო კამპანია გორში

რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ქალებს და გოგონებს? - ამ კითხვას პასუხობს საინფორმაციო ბროშურა, რომელსაც "მოზაიკა" თანამოაზრეებთან ერთად...