ოკუპირებული რეგიონები საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვენ

0
86

ოკუპირებული რეგიონების “საგარეო საქმეთა მინისტრები” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, აღიაროს ორივე დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

ამის შესახებ ე.წ. მინისტრებმა სოხუმში შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.

“აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა განაცხადეს თავიანთი მტკიცე განზრახვა, მიაღწიონ იურიდიული შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს რესპუბლიკის მიერ ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო გარანტიების შესახებ, საქართველოს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, ასევე საქართველოს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here