რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა?

Share post:

ხშირად გვიჩნდება კითხვა, რატომ არ სურს ბავშვების დიდ ნაწილს სკოლაში სიარული? რამდენჯერ ყოფილა არასრულწლოვნებში ისეთი დღეები, როდესაც სკოლაში ისეთივე სიხარულით  წასულან, როგორც მათი მშობლები, როცა შვილი პირველ კლასში მიიყვანეს. რატომ სჭირდებათ უფროსების შეხსენება და თხოვნა გაკვეთილების მომზადებაზე მოსწავლეებს, მაშინ, როცა ამას საკუთარი სურვილით უნდა აკეთებდნენ? ბავშები სწავლის მიმართ საკმაოდ ხშირად გულგრილ დამოკიდებულებას და უინტერესობას იჩენენ. მიზეზი მხოლოდ დილით ადრე გაღვიძება არ არის. არც მხოლოდ მათი „სიზარმაცე,“ რისი ხაზგასმაც ხშირად ხდება ხოლმე.

რამენიმე წამით თუ დავფიქრდებით გაგვახსენდება რომელ გაკვეთილზე გვსიამოვნებდა დასწრება და რა დროს ვრძნობდით დაღლას?  დღეს თითქოს სხვა ეპოქაა და ინტერნეტსაც აბრალებენ სწავლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას, რაშიც მშობლებსაც ხშირად ადანაშაულებენ. მიზეზების გარკვევა, ალბათ უფრო შორიდან უნდა დავიწყოთ.

პირველკლასელი ბავშვის სწავლა გართობა უნდა იყოს და არა ყოველდღირად თავზე დადგომა და იძულება რამე გამოწეროს, წაიკითხოს, წიგნებით დაკავდეს. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ მას აიძულებენ სწავლას,  საყვედურობენ ან დასცინიან წარუმატებლობის გამო, მას სწავლა კი არ ეყვარება, არამედ შეეშინდება მისი. ამიტომ მოტივაციის წყარო ეკარგება. აუცილებელია ბვშვებს ავუხსნათ, რატომ და რისთვისაა სწავლა აუცილებელი, მისაბაძ მაგალითებზე ვესაუბროთ და ბევრჯერ შევაქოთ კიდეც.  ეს უნდა ხდებოდეს, როგორც ოჯახში, ისე სკოლასა და საზოგადოებაში. რა თქმა უნდა ამ მხრივ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ პედაგოგებსაც. თითოეულს კარგად უნდა ესმოდეს, რა როლი აქვს მოსწავლის, როგორც ბავშის აღზრდაში და სწორი გზით იმუშაოს მასთან. ასეთი პედაგოგები ყოველთვის წარმატებულები არიან საკუთარ საქმეში და მათი მოსწავლეებიც მზად არიან მიზნის მისაღწევად მთებიც კი გადადგან. ამის არაერთი მაგალითია ჩვენს გარშემო.

და მაინც, რა დროს ხვდება ბავშვი რომ აღარ სიამოვნებს, რომელიმე გაკვეთილზე დასწრება და როდის წყდება კავშირი მოსწავლესა და სკოლას შორის? – მოსაზრებები მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ბავშვშია ის განუმეორებელი და შეუდარებელი კარგი თვისება, რის გამოც უნდა გვიყვარდეს, თავს სრულფასოვნად ვაგრძნობინებდეთ და უხაროდეს თანაკლასელებთან გამოჩენა. ალბათ ესაა მთავარი, იმისთვის, რომ სხვა ბავშვებსაც გავააზრებინოთ რატომაა აუცილებელი და მნიშვნელოვანი ყველანაირი ჩაგვრის აღმოფხვრა. 

მარიამ ტერტერაშვილი

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...