რატომ ნატო? – ფაქტები, საოკუპაციო ხაზთან გავრცელებული მითების ფონზე

Share post:

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ ეს განპირობებული იყო მოსალოდნელი შიშით გერმანიისგან, რომლის ოკუპაციაც სამუდამოდ ვერ
გაგრძელდებოდა, მეორე მხრივ ეკონომიკური კრიზისით, რამაც გადააწყვეტინა ევროპას გაერთიანება და ალიანსის შექმნა. ზუსტად ეს გახდა შემდეგში NATO – ს ანუ ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის შექმნის საფუძველი. ევროატლანტიკური ალიანსი 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში შეიქმნა და მასში 28 ქვეყანა გაერთიანდა. სულ ახლახანს მას შვედეთი და ფინეთიც შეუერთდა. ალიანსის წევრობის სურვილი აქვს საქართველოსაც, თუმცა მანამდე ქვეყანას მთელი რიგი გამოწვევების დაძლევა მოუწევს. ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში რუსეთის პროპაგანდაა მომძლავრებული და ხალხის განწყობებზე ზემოქმედებას ახდენს.


“რატომ ნატო?” – ამ კითხვაზე პასუხები საქართველოში დღეს სხვადასხვაგვარია. განსაკუთრებით საყურადღებო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა დამოკიდებულებებია. რუსეთის შეიარაღებულ ჯარისკაცებთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა ამ საკითხზე შიშით საუბრობს და ჰგონია, რომ თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება რუსეთი ძალიან მოკლა ხანში აიღებს საქართველოს.

ეს არ არის ერთადერთი მითი, რაც სამწუხაროდ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ისმის. გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი არაერთ დეზინფორმაციას იშველიებს და რეალური ფაქტების გაცნობაზე ხელი არ მიუწვდება.

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი” – ეს სიტყვები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის და ნათლად ასახავს ქვეყნის ისტორიულ საფუძვლებსა და მისწრაფებებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს დასავლური კურსის ღიად გაცხადებას კი არ მოჰყვა, არამედ ასეული წლებია ჩვენი ქვეყანის საკუთარ მარწუხებში მოქცევას ცდილობს.

მომავალშიც რომ არ გაგრძელდეს ეს მცდელობა და თანმხლები ზარალი და ნგრევა, ერთადერთი გამოსავალი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაა. ალიანთან საქართველოს ურთიერთოა 1992 წლიდან იწყება და წარმატებითაც გრძელდებოდა 2008 წლის ომამდე. რის შემდეგაც ინტეგრაციის პროცესი გართულდა თუმცა არ შეჩერებულა.

საქართველო საკუთარი ინიციატივით ავღანეთში მშვიდობის მისიას შეუერთდა, რაც ალიანსის წევრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა რა თქმა უნდა რუსეთისთვის მიუღებელია და ყველანაირად ცდილობს მოსახლეობის განწყობების შეცვლას, რადგან ნატოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოს მარტოს აღარ მოუწევს ბრძოლა და თუ ექნება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს სხვა წევრი ქვეყნებიც შეუერთდებიან. პრინციპით, “ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის”.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სამწუხაროდ დღემდე ფესვმოკიდებულია პროპაგანდა ოკუპირებულ რეგიონთან ახლოს მდებარე სოფლებში, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე, რაც ჩემ სოფელში ყველაზე ხშირად ისმის.

  • მითი – საქართველო ნატოს წევრი ვერასდროს გახდება, რადგან რუსეთი ამას არ დაუშვებს. რეალურად კი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ნატოს არაწევრი ქვეყანა რუსეთის სახით, ხელს
    ვერ შეუშლის.
    ნატოში ქვეყნის გაწევრიანების გადაწყვეტილებას, ალიანსის წეევრი ქვეყნები
    კონსენსუსის საფუძველზე იღებენ.

  • მითი-საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, სანამ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას არ მოაგვარებს. რეალურად, ნატოს არც ერთ სამართლებრივ დოკუმენტში არ არის მითითებული, რომ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები ხელს შეუშლის ნატოში გაწევრიანებას.

  • მითი – ნატოში გაწევრიანების შემდეგ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზები ავტომატურად განთავსდება. სინამდვილეში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსება წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომატურად არ ხდება, ეს გადაწყვეტილება თავად წევრი ქვეყნის სურვილზეა დამოკიდებული.

  • მითი-საქართველოს გამო ნატო რუსეთთან ომს არ დაიწყებს. რეალობა – ნატოს წევრების უსაფრთხოებას ხელშეკრულების მე-5 მუხლი არეგულირებს, რომლის მიხედვით, ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მთლიან ალიანსზე თავდასხმად ითვლება და რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ნატო ვალდებულებას აიღებს საქართველოს დაცვაზე.

  • მითი – ნატოს კარზე კაკუნი საქართველოს ინტერესებში არ შედის და არც ნატოში გველოდებიან. რეალობა – ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ,საქართველოს უსაფრთხოების რისკის წარმოშობის შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას 30 მოკავშირე ქვეყანა დაუდგება გვერდში

  • მითი – ნატო არაა ქართველი ხალხის არჩევანი, ის თავს მოხვეულია უცხოური ძალების მიერ. რეალობა-ნატოში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. ამას ადასტურებს უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 2008 წლის 5 იანვარს ჩატარებული პლებისციტია, როცა მოსახლეობის 77%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

  • მითი -1992 წლიდან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესში პროგრესი არ აღინიშნება. რეალობა – ნატო-საქართველოს თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს, ღრმავდება და საქართველო სულ უფრო უახლოვდება ალიანსს.

აღნიშნული მითების აღმოსაფხვრელად საზოგადოებასთან რეალურ ფაქტებზე სისტემატური საუბრები უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით აუცილებელი კი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების ინფორმირებაა. მიუხედავად დეზინფორმაციისა და მასიურად გავრცელებული ყალბი ამბებისა, ყველა ვთანმდებით იმაზე, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, ეს მშვიდობა და უსაფრთხოება კი მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირშია.

მარიამ ვალიშვილი

დაკავშირებული სტატიები

გადაცემა “ფაქტი” – ევროკავშირის სიკეთეები ახალგაზრდებისთვის

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია, რა გავლენას ახდენს ყალბი ამბები და რა სიკეთეები მოაქვს ევროინტეგრაციას ახალგაზრდებისთვის? - ამ თემაზე საუბრობენ...

ტრენერთა ტრენინგი მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ

მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ ტრენერტა ტრეინინგი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებამ, მათ...

ტოტალური კონტროლი – ღირსებისა და ზნეობის სახელით

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტის მიღებით დაასრულა. მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატების...

საქართველოში, საარჩევნო დარღვევების შესასწავლად, EU – ს “ტექნიკური მისია” ჩამოვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა.  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი, სადაც აღინიშნა,...