რა გვიჯდება”ჯანსაღი ღიმილი” – სტომატოლოგია – ბიზნესი თუ მედიცინა?

0
156

პაციენტების ნაწილი სტომატოლოგთან ვიზიტისას ნაკლებად ინფორმირებულია იმ რეგულაციების შესახებ, რასაც წესით ესა თუ ის კლინიკა უნდა იცავდეს.  ამ მიზნით, ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა მთელი ქვეყნის მასშტაბით, პერიოდულ მონიტორინგს ახორციელებს. ეს შემოწმება ნებაყოფლობითია, ამიტომ ობიექტის შემოწმება ყველა დაწესებულებას არ სურს. აქედან გამომდინარე, სტომატოლოგიურ კლინიკებში არსებული სრული სურათი უცნობია. როგორც ირკვევა პრობლემები მაინც იკვეთება და ამას უკმაყოფილო პაციენტების პრეტენზიები ცხადყოფს. სტომატოლოგიასა და ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე Neo Tv -ს ჯანდაცვისა და განვითარების უფლებათა დაცვის ხელმძღვანელი, ირინა ბერკაცაშვილი ესაუბრა, რომელიც სწორედ იმ გაერთიანებას ჩაუდგა სათავეში, რომლის მიზანს პაციენტების უფლებების დაცვა და სტომატოლოგიური კლინიკების უპრობლემოდ მუშაობა წარმოადგენს. ორგანიზაციას ამ ეტაპზე შიდა ქართლიდან უკვე 30-მდე კლინიკის მფლობელი შეუერთდა.

ირინა ბერკაცაშვილი

ქალბატონო ირინა, უფრო დეტალურად რომ განუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რას ემსახურება ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა და როგორია მისი როლი სტომატოლოგიური კლინიკების წარმატებით მუშაობის პროცესში?

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ამაღლდეს სტომატოლოგიურ კლინიკებში სერვისის ხარისხი. პაციენტი, რომელიც იხდის ფულს და სურვილი აქვს იმკურნალოს კბილებზე, აუცილებლად უნდა მიიღოს  შესაბამისი ხარისხის მომსახურება. ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული კლინიკა მოერგოს კანონმდებლობას, შეასრულოს ყველა დაწესებული რეგულაცია, რომელასაც აწვდის სახელმწიფო. გარკვეული პერიოდის წინ ეს ფაქტიურად შეუძლებელი იყო ინფორმაცია იმდენად მიუწვდომელი იყო ჩვეულებრივი სტომატოლოგისთვის, რომ ისინი მხოლოდ მაშინ იგებდნენ კანონის შესახებ, როდესაც მასთან ჯარიმის გამოწერისთვის მიდიოდნენ. ამიტომ ჩვენ შევქმენით ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობით აწვდის კლინიკებს ამ კანინმდებლობის შესახებ ინფორმაციას. ასევე გვყავს მობილური ჯგუფი,რომელიც ადგილზე მიდის კლინიკის დამფუძვნებლის სურვილის შემთხვევაში და ადგილზე ხდება თითოეული დარღვევის  აღმოჩენა.

ჩვენ არ ვართ სადამსჯელო ორგანიზაცია, ჩვენ ვცდილობთ რომ წინასწარ აღმოიფხვრას ჯარიმამდე ყველა დარღვევა თუ კლინიკის დამფუძვნებელს ამის სურვილი აქვს.

ზოგადარა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში,  რამდენად ხდება ამ რეგულაციების დაცვა რეგიონებში?

უნდა ვაღიაროთ რომ ძალიან ბევრი დარღვევა გვხვდება, თუმცა ისიც ძალიან საამაყოა, რომ ორწელიწადნახევარში შევძელით და ძალიან ბევრი კლინიკა დღესდღეობით აკმაყოფილებს სტანდარტს. არის კლინიკები რომელთანაც ერთი წლის განმავლობაშიც ვმუშაობთ, რადგან ფართიც კი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს და ის ადაპტირებული იყოს შშმ პირებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დოკუმენტაცია ჰქონდეს კლინიკას მოწესრიგებული და რა მთავარია თითოეული პაციენტის აღრიცხვა ხდებოდეს პირადობის მოწმობით. სამწუხაროდ ბევრმა პაციენტმა არც იცის, რომ აქვს უფლება სტომატოლოგისგან ამ რეგულაციების დაცვის შესახე შესაბამისი ინფორმაცია მოითხოვოს.

რას გულისხმობთ რეგულაციებსა და დოკუმენტაციაში, სტომატოლოგთან მისულმა პაციენტმა რომ გაითვალისწონოს სამომავლოდ?

როდესაც პაციენტი შედის სტომატოლოგიურ კლინიკაში თქვენ იცით რომ არავის უთხოვია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კლინიკამ ყველა მონაცემი ელექტრონულად უნდა ატვირთოს დ შეავსოს პაციენტის ისტორია. ამიტომ თქვენ ვალდებულო ხართ, როდესაც კლინიკას მიმართავთ თან იქონიოთ პირადიბის დამადასტურებელი მოწმობა და გატარდეთ კლინიკის პაციენტად. თქვენ როდესაც მიხვალთ სხვა კლინიკაში ელექტრონულ ბაზაში იქნება შენახული მონაცემები.  ასევე ბუღალტრულად უნდა იყოს მოწესრიგებული კლინიკა. როდესაც პაციენტი იხდის თანხას, მას უნდა მისცენ გადახდის დამადასტურებელი ჩეკი.

რამდენად ხშირია რეგულირებაზე მონიტორნგი? ვინ უწევს კონტროლს თუ კი ასეთი შემთხვევები ფიქსირდება, ფაქტია რაღაც არ მუშაობს. მაშინ სად არის პრობლემა?

მე როდესაც დავინახე, რომ სახელმწიფოში იყო გარკვეული პრობლემა ჩემს წევრ კოლეგებს მივაწვდინე ინფირმაცია – თუ შენ ამას გააკეთებ ჯარიმას არ გადაიხდი და მეტ ფინანსებს წაიღებ სახლში. გვყავს ჩვენ მარეგულირებელი ორგანო – ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ფარმაცევტული სამედიცინო და საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რომელიც ვალდებულია წელიწადში ერთხელ, გეგმიურად თითოეული პაციენტის ზარის შესაბამისად წელიწადში რამოდენიმეჯერ შეამოწმოს სტომატოლოგიური კლინიკა, ამიტომ მე ვთვლი, რომ საჭიროა თვითონ პაციენტში ავამაღლოთ ინფორმირებულობა, რაც ავტომატურად უბიძგებს კლინიკას დაიცვას არსებული წესები.

პაციენტებს რა საფრთხეები ემუქრებათ  კლინიკების მიერ ამ ნორმების უგულებელყოფით?

ძალიან ბევრ საფრთზე შეიძლება საუბარი. თუნდაც მაშინ, როდესაც იარაღი არ არის სტერილური.ზოგჯერ ექიმზე მიდის ზეწოლა, რაც არასამართლიანია. მე რადგან ვასწავლი პაციენტს როგორ მოიქცეს კლინიკაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან უფლება შეულახოს მედ-პერსონალს და ექიმის.

მე მესმის,რომ კბილის ტკივილის დროს პაციენტი ძალიან აღშფოთებულია და ნერვიულობს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ დააკვირდეს რა გარემო ხვდება. აუცილებლად ჩაიცვას ბახილი, გაიაროს რეგისტრაცია დაიმუშაოს ხელები. ექიმმა თქვენს თვალწინ უნდა გახსნას ინსტრუმენტი. რაც შეეხებათ ექიმებს მათაც აქვთ გარკვეული უფლებები .როდეაქც თქვენ ირჩევთ ექიმს კარგად უნდა გამოიკვლიოთ რამდენად კარგი შედეგით მუშაობს კლინიკა, ნუ ენდობით ბრმად რეკლამას და დიზაინს. ლამაზი კლინიკა არ ნიშნავს ლამაზ ხარისხს.

ყველაფერი მაინც დამოკიდებულია კლინიკის მეპატრონის თვითშეგნებაზე, რამდენად გულისხმიერად მიუდგება თავის საქმეს.

რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს კლინიკაში თუნდაც ჰიგიენური ნორმების დაუცველობამ და რატომაა მნიშვნელოვანი, რომ ასეთ საკითხებზე კლინიკაში მისული პაციენტი ყურადღებით იყოს?

აბსოლუტურად ყველა დაავადება,რომელიც ადამიანის ორგანიზმში ვითარდება ეს პირის ღრუდან იწყება.

პირის ღრუ არის რუკა, სადაც ყველა დაავადების პირველი ნიშანი ჩანს და შესაბამისად პირის ღრუ არის ღია ორგანო, რითაც ჩვენ სამყაროსთან ვკონტაქტობთ.ყველა ბაქტერია და ვირუსი გვხვდება პირის ღრუში .ნებისმიერი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს სტანდარტების არ დაცვამ, ეს ეხება სტერილიზაციას, დეზინფექციას და ა.შ. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან შეგნებულები, როდესაც კლინიკას მივმართავთ. შევარჩიოთ კლინიკა სწორად! არ მივიდეთ კლინიკაში ნაცნობობით და მიდგომით – ის იაფად გამიკეთებს. არ მოგერიდოთ უკან გამობრუნების თუ იქ რაიმე არ მოგეწონებათ.

ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, ესაა მომსახურების ფასი. ზოგჯერ შეიძლება ორ სხვადასხვა კლინიკაში აპარატურა იყოს იგივე, ფასები კი განსხვავებული. ამ მხრივ თუ არსებობს რაიმე რეგულაცია?

ხშირად ჩვენც  გვეწინააღმდეგებიან. კერძო საკუთრება ბიზნესია და არავის საქმე არ არის რას დავაფასებ ჩემს ხელობასო – აღნიშნავენ.  მე ყოველთვის ერთი ასეთი კონტროლი აზრი მაქვს. თუ შენ თვლი, რომ ხარ ბიზნესმენი, არ ხარ სტომატოლოგი. როდესაც შენ ხარ ექიმი, ცდილობ უმკურნალო მაქსიმალურად დაბალ ფასად. მე უხარისხო მასალას არ ვგულისხმობ. ანუ ხარისხიანი მასალით, მაგრამ ნაკლები მოგებით.

სტომატოლოგია არ არის დაბალშემოსავლიანი პროფესია. მე ვიმუშავე ოცდაორი წელი სტომატოლოგიაში, ვმართავდი კლინიკას და ძალიან კარგად ვიცი,როგორ მუშაობს თუნდაც რეკლამა, პაციენტების რაოდენობის ზრდა. თუ შენ მუშაობა გეზარება და პაციენტი ნაკლებად გაინტერესებს, მოტივირებული ხარ მხოლოდ ფულის შოვნაზე, ცხადია შენ უკვე ბიზნესმენი ხარ. ბიზნესი ცხადია კლინიკის მეპატრონეობაა, მაგრამ ეს არ არის სტომატოლოგია. უნდა გავმიჯნოთ ერთი თვის გასავალი და შემოსავალი, დავაკავშიროთ ერთმანეთს და გამოვიანგარიშოთ რა გვიჯდება ერთი ჯბილის თუნდაც დაბჟენა.

სულ ვამბობ, რომ საქართველოში ექიმები ერთი უნივერსიტეტიდან გამოვდივართ, ერთი და იგივე ლექტორების გამოზრდილები ვართ, რაღაცას უნდა მოვარგოთ ეს საკითხი და მთლად ბიზნესად არ უნდა გადავაქციოთ ჩვენი პროფესია. ამ და სხვა საკითხებს კლინიკებთან ჩვენ ხშირად განვიხილავთ და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს და გამოცდილებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here