“სათქმელი უნდა დავწეროთ მოკლედ” – ქოფირაითინგის ტრენინგი NeoFest-ის მონაწილეებისთვის

0
88

“თუ რომელიმე თემის – ამ შემთხვევაში, დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გოგონების და ქალების – გაძლიერება გვინდა, ალბათ საუკეთესო გზა ახალი უნარებით მათი აღჭურვა და ახალი ცოდნის გადაცემაა” – ასე იწყებს Neo Tv-სთან საუბარს ForSet-ის წარმომადგენელი ლალი ცერცვაძე, რომელმაც ტრენინგი ქოფირაითინგის თემაზე ჩაატარა. მისი თქმით, ახალი უნარების დახმარებით, პროექტში ჩართული ქალები პრობლემების აუდიტორიამდე მიტანას მარტივად შეძლებენ და სათქმელსაც ეფექტიანად გაავრცელებენ.

ტრენინგს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და დევნილი გოგონები და ქალები ესწრებოდნენ. ეს მათთვის პროექტის ფარგლებში რიგით მესამე ტრენინგი იყო, რის შემდეგაც უკვე საკუთარ ვიზუალიზაციებზე მუშაობას დაიწყებენ. თითოეულის ნამუშევარი ქალებთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის გენდერულ სტერეოტიპებს უნდა ეხმაურებოდეს და ასახავდეს მონაცემების ანალიზს არსებულ რეალობასთან დაკავშირებით.

“ესეც ძალიან საინტერესო იყო, როგორც წინა ტრენინგი. სასიამოვნო და ადვილად აღსაქმელი ენით იყო გადმოცემული, რაც მიადვილებს დიდი ხნით მოსმენასაც. საინტერესო იყო ტრენინგის დროს გამოყენებული სავარჯიოშოები. იმდენად საინტერესო და აქტიური თემაა ვიზუალიზაცია, ინფოგრაფიკა რომ შემიძლია დავესწრო და გავიგო ჩემთვის უცხო და საინტერესო საკითხები ამ ყველაფერთან დაკავშირებით”,- აღნიშნა ლიკა თოთლაძემ.

პროექტის მონაწილეების თქმით, კვალიფიციური ექსპერტების მხრიდან გაზიარებული ინფორმაცია მათ საკონკურსო მასალების შექმნაში ადეხმარებათ.

“ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და ძალიან მომეწონა სავარჯიშოები, ისეთი ინფორმაცია მივიღე რომელსაც გამოვიყენებ პრეზენტაციის დროს. ვფიქრობ, უკვე მაქვს საფუძვლიანი ცოდნა და შესაბამისი ინფორმაცია, იმისთვის, რომ მოვამზადო ვიზუალიზაცია აქტუალურ თემებზე, რაც ქალტა მდგომარეობას და ყოფა-ცხოვრებას ასახავს”, – განმარტა თეონა ჭოველიძემ.

მონაწილეების თქმით, მიღებული ინფორმაცია სხვადსხვა მიმართულებით, პროექტის დასრულების შემდეგაც გამოადგებათ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ დღევანდელ ეპოქაში აღნიშნული საკითხების ცოდნა ყველა ახალგაზრდისთვის აუციელებელი და გამოსადეგია.

“საკმაოდ საინტერესო ვებინარი იყო, როგორც ტექსტის გადმოცემის სტეუქტურა. როგორ უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას მოკლედ და კონკრეტულად ინფორმაცია. ჩემი აზრით მომავალშიც ძალიან გამომადგება ეს ინფორმაცია“,-ამბობს მარიამ გაბლიშვილი

მონაწილეთა ნაწილს უკვე შერჩეული თემა, რომელზე მუშაობასაც ფესტივალისთვის აპირებს. შემაჯამებელი შეხვედრა ნოემბრის ბოლოსაა დაგეგმილი.

“არის შემთხვევა, როდესაც ვიღლები ტრენინგების დროს, ამ შემთხვევაში კი ფოკუსირებული ვიყავი მხოლოდ სატრენინგო თემაზე. ბოლოს გულიც კი დამწყდა რომ დამთავრდა. ძალიან ადვილად ხსნიდა და საინტერესოდ. ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგე. რა თქმა ვიზუალი ყველაფერში მნიშვნელოვანია და ყურადღებას იპყრობს სულ მაინტერესებდა ასეთი ვიზუალის პლაკატები და გამომადგება რა თქმა უნდა. დიდი მადლობა ამისთვის Neo Tv-ს და სპიკერს, რომ მქონდა შესაძლებლობა, ამ ინფორმაციებს გავცნობოდი”,-აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა.

პროექტის მომდევნო ეტაპი – პრაქტიკული ნაწილია. თითოეული მათგანი მენტორებთან ერთად დაგეგმავს და მოამზადებს ნამუშევარს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში NeoTv.ge-ზე პერიოდულად გავრცელდება.

“ქოფირაითინგთან დაკავშირებით საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღეთ. ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ვიზუალიზაციის პროცესში სწორად შერჩეულ ტექსტს. მიღებულ ცოდნას, ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოვიყენებ იმ ვიზუალიზაციაში, რომელსაც ფესტივალისთვის მოვამზადებ. გარდა ამისა, შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ მკითხველის დაინტერესება და მათი ბოლომდე შენარჩუნება. დამატებით ცოდნა მივიღე ამ მიმართულებითაც და როგორც ჟურნალისტი, მიღებულ ინფორმაციას ჩემს სფეროში საქმიანობისას სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ” – თქვა, ტრენინგის დასრულების შემდეგ მერი ტაბატაძემ.

პროექტი სახელწოდებით “ნეოლაბი-დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გოგონებისა და ქალების განვითარებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში” წლის ბოლომდე გაგრძელდება. მისი მხარდამჭერია “ფონდი ტასო”, რომლის ხელშეწყობით საფუძველი ჩაეყარა შიდა ქართლში “NeoFest”-ს, ხოლო Neo Tv მას ტრადიციულ ხასიასთს მიცემს და ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზანით, რეგიონში ყოველწლიურად ჩაატარებს.

ამ დროისთვის პროექტში 30 გოგონა/ქალია ჩართული, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და და დევნილთა დასახლებებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here