საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდებმა ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები დაიწყეს

Share post:

შიდა ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდება საოკუპაციო ხაზის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყეს. მოსახლეობას ისინი ევროკავშირის სიკეთეებსა და ევროინტეგრაციის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე აწვდიან ინფორმაციას, გავრცელებულ მითებზე კი არგუმენტებით პასუხობენ.

ერთ-ერთი პირველი მომხსენებელი საკუთარ სოფელში მარიამ გაბლიშვილი იყო. ზარდიაანთკარში მან თანასოფლელები შეკრიბა, რომლებთანაც ევროკავშირის შესახებ საკუთარი ნაშრომის პრეზენტაცია გააკეთა, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხა.

“ძირითადად აინტერესებდათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი სოფლის ცხოვრებაში. აღნიშნეს, რომ მათ საკუთარ გასაჭირზე ესაუბრებიან რეაგირებას კი ვერ ხედავენ. მე მათ ავუხსენი რა მისია აქვს ევროკავშირს რეგიონში და ვისი კომპეტენციაა მოსახლეობის ყოვლდღიური საჭიროებების მოგვარება. კითხვები იყო ასევე საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე ევროკავშირში. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა მათ ნაწილზეც აისახება და თითქოს ნეგატიურად არიან ამ საკითხის მიმართ განწყობილები.

ვიმსჯელეთ ვაჭრობის საკითხზეც. მათ არაფერი იციან, რა როგორაა შესაძლებელი იმისთვის, რომ მათ მიერ მოყვანილი მოსავალი ევროპის ბაზარზე გავიდეს. მათ ჰგონიათ, რომ ქართველი გლეხი ვერასოდეს დააკმაყოფილებს დაწესებულ ტანდარტებს, რადგან მათი თქმით ეს ყველაფერი სოლიდურ თანხებს უკავშირდება. მე მათ კონკრეტული მაგალითები მოვუყვანე მათივე მეზობელი სოფლებიდან როგორ შეძლეს (მათ შორის ახალგაზრდებმა), ამ თემაზე ცნობიერების ამაღლებით, პროდუქტის გატანა ევროკავშირი ბაზარზე და როგორი წარმატებულები არიან დღესდღეობით, ვფიქრობ რამდენიმე საათიანი შეხვედრით, მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდე მათ, იმ თემებზე, რაზეც აქამდე არასწორად ფიქრობდნენ”, -აღნიშნა შეხვედრის დასასრულს მარიამ გაბლიშვილმა.

მარიამთან ერთად ტრენერთა ტრენინგები ჯამში 15-მა ახალგაზრდამ გაიარა, რომლებიც მიღებულ ცოდნას წლის ბოლომდე, საკუთარ სოფლებში მაცხოვრებლებს გაუზიარებენ.

ტრენინგები ომგამოვლილ მოსახლეობასთან “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ნეო ტვ ახორციელებს.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...