საოკუპაციო ხაზთან, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

Share post:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეებმა გამოკითხვა ჩაატარეს. ნათია სიდამონიძემ და ლიკა ომაძემ რესპონდენტები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ნიქოზსა და ხვითში, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს, კითხვები კი ევროკავშირის შესახებ დაუსვეს. კვლევის მიზანი იყო საოკუპაციო ხაზის სოფლებში ევროკავშირისადმი არსებული დამოკიდებულებების გამოკვეთა და გავრცელებული ყალბი ამბების საპირისპიროდ მათი ცნობიერების გაზრდა. გამოკითხვისას მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის საქმიანობისა და მიზნების შესახებ ინფორმირებულია, თუმცა სხვა კითხვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ისინი რეალურ ინფორმაციას არ ფლობენ.

“გვაინტერესებდა რამდენად იცოდნენ ადგილობრივებმა ევროკავშირის საქმიანობის შესახებ, ასევე გვაინტერესებდა მათი დამოკიდებულება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია ევროკავშირის საქმიანობის შესახებ, ფიქრობდნენ, რომ ის იყო სამხედრო ორგანიზაცია, როგორიცაა ნატო. ამასთან, ზოგიერთმა დააფიქსირა, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას. ყოველივე ზემო ხსენებულის გათვალისწინებით, მოსახლეობას პარალელურად მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია, რასაც მათი ინტერესი და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა,”-აღნიშნა პროექტის მონაწილემ, ნათია სიდამონიძემ. 

ერთ-ერთი კითხვა ევროკავშირში საქართველოს გაწერვიანების პერსპექტივასაც ეხებოდა, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა (80%) ემხრობა ქვეყნის ევროპულ მომავალს და სურვილი აქვს რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. 

“ჩვენი მიზანი იყო გამოგვევლინა, თუ რამდენად ჰქონდა ხალხს ინფორმაცია ევროკავშორის შესახებ. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეავლესობას, მათ შორის ახალგაზრდებს, არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გაერთიანების მიზნებზე, საქმიანობაზე ღირებულებებსა და ა.შ. სამწუხარო ფაქტია, რომ გარკვეული ნაწილი ხშირად ხდება კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მსხვერპლი და ეს გავლენები გამოკითხვის პროცესშიც თვალში საცემი იყო. გარდა იმისა, რომ გავიგეთ მოსახლეობის დამოკიდებულება და ცოდნა ევროკავშირზე, ჩვენ თავად განვუმარტეთ რა არის ევროკავშირი და რა უპირატესობებს მოგვცემს მასში ინტეგრაცია. ვფიქრობ სამომავლოდ უფრო მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ და მეტი ვიმუშაოთ ამ ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდისთვის,“- აღნიშნა პროექტის მონაწილემ, ლიკა ომაძემ.

გამოკითხვა ნეო ტვ-ს პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მხარდამჭერია “ფონდი ტასო”.

დაკავშირებული სტატიები

გადაცემა “ფაქტი” – ევროკავშირის სიკეთეები ახალგაზრდებისთვის

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია, რა გავლენას ახდენს ყალბი ამბები და რა სიკეთეები მოაქვს ევროინტეგრაციას ახალგაზრდებისთვის? - ამ თემაზე საუბრობენ...

ტრენერთა ტრენინგი მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ

მედიაწიგნიერებისა და ადვოკატირების შესახებ ტრენერტა ტრეინინგი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებამ, მათ...

ტოტალური კონტროლი – ღირსებისა და ზნეობის სახელით

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონთა პაკეტის მიღებით დაასრულა. მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატების...

საქართველოში, საარჩევნო დარღვევების შესასწავლად, EU – ს “ტექნიკური მისია” ჩამოვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა.  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი, სადაც აღინიშნა,...