საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 17 წლის მოსწავლე აშშ-ში მიემგზავრება, ის FLEX – ის გამარჯვებულია

Share post:

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მცხოვრები, 17 წლის ლიზი პეტრიაშვილი აგვისტოში აშშ-ში მიემგზავრება. ის FLEX – ის პროგრამის გამარჯვებულია, რომელიც ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. პირველი საერთაშორისო დონის წარმატების შესახებ ლიზიმ ნეო ტვ-ს უამბო და გეგმავს, რომ მშობლიური ქვეყანა და კონკრეტულად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ადგილობრივების ცხოვრება საზღვარგარეთ, ახალ მეგობრებს გააცნოს.

“რამდენიმე წლის წინ ტიკტოკზე შემხვდა ვიდეო, სადაც ერთი გოგო ყვებოდა თავის ამერიკულ ცხოვრებაზე და მაშინ დავისახე მიზნად, რომ მეც მიმეღო ამ პროგრამაში მონაწილეობა და სულ რომ არ გამემარჯვა, ეს იქნებოდა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება. ეს წარმატება გულისხმობს ძალიან დიდ გადადგმულ ნაბიჯს მომავლისკენ, უფრო დიდი მიზნებისთვის, უფრო დიდი გეგმებისთვის. ეს ერთი წელი ძალიან დიდ გამოცდილებას შემძენს და შემდეგ ამ გამოცდილებით შევეცდები, საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა. როცა სწავლას დავამთავრებ მინდა ამ ჩემი ცოდნით და გამოცდილებით ისევ საქართველოში დავბრუნდე.

სხვა ბავშვებსაც ვურჩევ, რომ იყვნენ ბუნებრივები და შესაძლებლობები მაქსიმლურად გამოავლინონ. არიან ბავშვები, რომლებიც ცდილობენ ჩარჩოებში მოაქციონ თავიაანთი თავი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულია ამ პროცესების გავლა, ვთვლი რომ ნებისმიერმა ბავშვმა, რომელიც ასაკობრივ ზღვარს დააკმაყოფილებს, უნდა სცადოს ბედი. მე პირადად ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ძალიან ბევრი უნარი აღმოვაჩინე საკუთარ თავში. კონკურსში მონაწილეობის მიღებისთანავე უფრო პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური გავხდი და არც მეგონა, რომ როცა ჯგუფურ დავალებებს ვაკეთებდი, ადამიანებთან ასე გავიხსნებოდი. ეს პროგრამა გაძლევს შანსს, რომ გამოავლინო საკუთარი მე და ამხელა ქვეყანას დაანახო საკუთარი შესაძლებლობები. ქვეყნის ისტორიას და კულტურას ამერიკელ მეგობრებს აუცილებლად გავაცნობ, რადგან ამ პროგრამის დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ მე გავუზიარებ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, დიდ წარსულს, საამაყო ისტორიას და ისინი თავიაანთი ქვეყნის კულტურას გამაცნობენ.

ჩემ სოფელზეც აუცილებლად მოვუყვები. ვთვლი, რომ უნდა იცოდნენ, ასეთ პატარა ქვეყანაში რომ ცხოვრობენ ისეთი ბავშვები, რომლებიც იზრდებიან საოკუპაციო ხაზთან. მიუხედავად ასეთ გარემოში ყოფნისა და სტრესისა, მაინც შეუძლიათ დიდი მიზნის დასახვა და წარმატების მიღწევა, ლოკალური ადგილმდებარეობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ბავშვები ვერაფერს მიაღწევენ. ეს უკვე ბევრმა ბავშვმა დაამტკიცა, რომლებიც დიდი წარმატებით და ოქროს მედლით ამთავრებენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე აძვის სკოლას და წარმატებული მოსწავლეობიდან, წარმატებული სტუდენტებიც ხდებიან” – უთხრა ნეო ტვ-ს ლიზი პეტრიაშვილმა”.

FLEX – ის პროგრამის წარმომადგენელთა განმარტებით, ბევრმა კურსდამთავრებულმა სახლში დანრუნების შემდეგ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარა და მოგვიანებით იპოვა საინტერესო სამსახური, იმ უნარის გამოყენებით, რომელიც ამერიკაში ყოფნისას შეიძინა.

ავტორი: მერი კორინთელი

დაკავშირებული სტატიები

გორის მუნიციპალიტეტში, 8-დან 5 სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბროწლეთში, ტყვიავში, ტირძნისში, ფხვენისში, კარალეთში, ქიწნისში, ქვემო ხვითსა და შავშვებში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმეს....

ევროკავშირზე გავრცელებული მითების გაქარწყლება ფაქტებით შეგვიძლია – თათია ინჯგია

თათია ინჯგია ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი ეროვნული არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა...

ევროინტეგრაცია და დემოკრატია საქართველოში 2024 წლის მოვლენების ფონზე

ლიკა მზარეულიშვილი 2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე. ბოლო წლები სერიოზულ გამოწვევებს და საკვანძო გადაწყვეტილებებს...

“რუხი ზონა” – ჰიბრიდული ომის შესახებ გორში დისკუსია გაიმართა

"ჰაკერები თავისუფალი ხალხია. ისინი ჰგვანან ხელოვანებს, რომლებიც თუ კარგ ხასიათზე არიან, დილით დგებიან და იწყებენ ხატვას. ჰაკერებიც ასე...