საქართველოს NATO – ში გაწევრიანება მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს – ციკო შაქარაშვილი

Share post:

შიდა ქართლი, მისი მდებარეობიდან გამომდინარე მითებითა და არასწორი დამოკიდებულებებით ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია დასავლური კურსის მიმართებაში. ეს განწყობები განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებშია შესამჩნევი. ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და რეალურ ინფორმაციებზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა შიდა ქართლში ციკო შაქარაშვილმა ნეო ტვ-ს გადაცემაში ისაუბრა. 

ერთ-ერთი მითი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირდება. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანას ამ ორ დიდ გაერეთიანებაში გაწევრიანებას ხელს უშლის ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, რაც მხოლოდ კრემლის პროპაგანდის ნაწილია არანაირი ფაქტებით თუ ჩანაწერით არ დასტურდება. 

“როდესაც მითებზე ვსაუბრობთ, ეს პროპაგანდა ძალიან მძლავრად და მიზანმიმართულად მუშაობს. შესაბამისად,როდესაც არ გაქვს ინფორმაცია ძალიან მარტივად ხვდები დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, ამიტომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუშაობა. საუკაპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე, ხშირია მოსაზრება, რომ ნატოსა და ევროკავირში საქართველოს ინტეგრაციას ხელს უშლის ოკუპირებული ტერიტორიები. ბევრი მაგალითია იმისა, რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. არ არსებობს ჩანაწერი იმაზე რომ, რომელიმე ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები ხელს უშლის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაში. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები,როდესაც გაწევრიანდნენ ნატოში და შემდეგ უკვე გახდნენ ევროკავშირის წევრები,არ ჰქონდათ მოგვარებული მაგალითად დემარკაციის საკითხი. ნატოში შესვლის შემდეგ მოხდა ხელშეკრულებების გაფორმება და საზღვრების დაზუსტება. შესაბამისად, ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ამ გარემოებამ მათ ხელი არ შეუშალა აღნიშნულ პროცესში. ამიტომ ვსაუბრობთ ხოლმე მაგალითებით, იმდენად თვალსაჩინო და ნათელია ეს საკითხი”, – აღნიშნა ციკო შაქარაშვილმა.

საზოგადოებაში განსაკუთრებულ შიშსა და ინტერესს იწვევს კიდევ ერთი საკითხი. კონკრეტულად კი ერთ-ერთი მითის მიხედვით “საქართველოს ნატოში გაწევრიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას ნიშნავს”, ეს მოსაზრებაც არასწორია, რადგან ნატო საქართველოს მხარს უჭერს,იმ ორი ტერიტორიით,რომელიც ამჟამად ოკუპირებულია.

“არსებობს მითები, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში საქართველოში განთავსდება ბაზები და ფრონტს დავემსგავსებით, არც ესაა მართალი, რადგან თვითონ ქვეყანა ირჩევს (და არავინ აძალებს) უნდა განთავსდეს თუ არა ბაზები მის ტერიტორიაზე. მითუმეტეს ეს მაშინვე არ ხდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. როდესაც ვსაუბრობთ მითებსა და დამოკიდებულებებზე, არ შეიძლება იმ სიკეთეებზეც არ  გავამახვილოთ ყურადღება,რაც ნატოსა და ევროკავშირში შესვლას მოჰყვება ჩვენი ქვეყნისთვის. ვფიქრობ თითოეული ჩვენგანის ინტერესში შედის ვიყოთ დაცულები და გვქონდეს დაცულობის გარანტია. ამის შესაბამისად ნატო არის ერთადერთი ალტერნატივა დღესდღეობით, რომელიც ამის გარანტიას გვაძლევს, ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანი და ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს კიდევაც ეს მიზანი რომ, გვსურს ვიყოთ ნატოს ალიანსის წევრი ქვეყანა. ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს ვნახავთ, რა სიტუაცია ჰქონდათ ნატოში გაწევრიანებამდე და რამდენად დაცულად გრძნობენ ახლა თავს. ბევრად გარანტირებული აქვთ დაცულობა და ჩვენც ზუსტად ეს გვინდა,დაცულობის გარანტია, მითუმეტეს იმ მოცემულობაში რაც გვაქვს, როდესაც რუსეთია ჩვენი მეზობელი. უფროსორად მეზობელი კი არა,ოკუპანტი და მტერია”,-აღნიშნა ციკო შაქარაშვილმა გადაცემაში “რატომ ნატო?!”, რომელსაც ნეო ტვ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მხარდაჭერით ამზადებს.  

დაკავშირებული სტატიები

სოფლებში ადგილი აქვს მოსყიდვის მცდელობებს, სხვადასხვა საშუალებით – თამარ ბიგანიშვილი

თამარ ბიგანიშვილი რამდენიმე დღის წინ შეხვედრა მქონდა დევნილ მოსახლეობასთან, NEO TV-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც "სამართლიან არჩევნებთან" (ISFED) პარნიორობით, ევროკავშირის...

მოსახლეობა პროპაგანდის გავლენის ქვეშაა – ოპოზიციას მეტი აქტიურობა მართებს – ანი ჯაბახიძე

ანი ჯაბახიძე "სამართლიანი არჩევნების" პარტნიორობით, ევროკავშირისგან მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომელსაც NEO TV ახორციელებს, შევხვდი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაუბრეთ...

წადი არჩევნებზე! – NEO TV დევნილთა დასახლებებში შეხვედრებს მართავს

"ინფორმირებული ამომრჩეველი შიდა ქართლში დემოკრატიის განვითარებისთვის" - NEO TV - ს პროექტის გუნდი საინფორმაციო შეხვედრებს დევნილთა დასახლებებში აგრძელებს....

“ვყიდულობთ წყალს, ვერ ვსარგებლობთ სერვისებით” – NEO TV – მ ქალთა საჭიროებები წარმოადგინა

ევროკავშირის დაფინანსებით, „ქალთა ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის სოფლებში კვლევა დაასრულა. მონიტორინგი სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებების...