საქართველოში ხორბლის 2 თვის მარაგია დარჩენილი, რა იქნება შემდეგ?

0
93

რუსეთის სანქციების შედეგად, შესაძლოა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის შემოტანისთვის სხვა ქვეყნის მოძიება დასჭირდეს. ამ დროისთვის პროდუქტის მხოლოდ ორი თვის მარაგი არსებობს, თუმცა იღებს თუ არა უკვე ხელისუფლება ამ მხრივ საჭირო ზომებს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ცნობილია, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის 90% რუსეთიდან შემოდის. ამ ქვეყანას სანქციები ადევს და საქართველოდან უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება შეუძლებელია.

“ხორბლის გარეშე ქვეყანა არცერთ ვარიანტში არ იქნება, ახალი შემოტანა იქნება უფრო ძვირი, იმიტომ რომ მსოფლიო ტენდენციებია ასეთი, რადგან უკრაინა და რუსეთი ომის გამო ვერ აწვდის ხორბალს. თვე, თვე-ნახევარში ეს შეიძლება ბაზარზე აისახოს… საქართველოში მარაგები არის ხორბლად ერთი თვის და ფქვილად ერთი თვის”, – ამბობს საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგაძე.

მისი თქმით, ხორბლისა და ფქვილის ორთვიანი მარაგი საქართველოს დაეხმარება ახალ ბაზარზე მარტივად გადაერთოს. ამ შემთხვევაში განიხილება ყაზახეთი და რუმინეთი, თუმცა ორივე ქვეყანაში პროდუქტის ფასი უფრო მაღალია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here