სლოვაკეთის გამოცდილება ევროკავშირისგან მიღებულ სიკეთეებზე აგროსფეროში – სემინარი გორში

0
73

“დედამიწის ყველა კონტინენტზე ახლა გაცილებით უფრო მეტი სიცხეა, ვიდრე 100 წლის წინ” – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა სლოვაკეთის ქ. ნიტრის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორმა ლუბოშ იურიკიმ. მისი განსახილველი თემა “მწვანე ინოვაციებს ეხებოდა”, შესაბამისად გარემოს დაცვით საკითხებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და ამ კუთხით არსებულ გლობალურ გამოწვევებსა შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრა დღეს გორის მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მეწარმეები ესწრებოდნენ. სლოვაკეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, თუ რა გზა გაიარეს მანამ, სანამ მათი ქვეყანა ევროკავშირის აგრო პოლიტიკას შეუერდებოდა. ასევე ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის შემაგდნელობაში არსებობის მნიშვნელობა და შედეგად, ყველა სფეროში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში მიღებული სიკეეთეები და განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

აღნიშნულ თემებზე სემინარები გორის გარდა, საჩხერის, ხაშურის, ონის და დუშეთის მუნიციპალიტეტებშიც გაიმართა, პროექტის ფარგლებში სახელწოდებით “ცხინვალის რეგიონის გარშემო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თვითმართველი თემების განვითარება და სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარება”. პროექტს საქართველოში “SlovakAid”-ის მხარდაჭერით, ორგანიზაცია “მეგობრობის ხიდი ქართლოსი” და სლოვაკური ორგანიზაცია “MESA10” ახორციელებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here