სოციალური პროგრამები ახალგაზრდების მხარდასაჭერად – გორში კონფერენცია გაიმართება

Share post:

ხუთშაბათს, 28 სექტემბერს, 14:00 საათზე, შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიების მიზანია, ახალი თაობისთვის იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში, მათთვისაა გათვალისწინებული, თუმცა დიდი ნაწილისთვის ის უცნობი და ხელმიუწვდომელია.

კონფერენციას forset-ის პროექტების მენეჯერი ჯუბო ბერიძიშვილი გაუძღვება. ამ ორგანიზაციასთან ერთად, შეხვედრას ნეო ტვ უმასპინძლებს.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, ოთარ კვირიკაშვილი ახალგაზრდებს სასარგებლო პლატფორმებს და თანამედროვე შესაძლებლობებს გაუზიარებს. მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დასახელებული თემების შესახებ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღონ.

კონფერენციაში მონაწილეობა 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, დაინტერესებულმა პირებმა კი შემდეგი სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdGTarhmL653eKQBLToawKGuiez-pvJkcilheqpYiTPEKwtCQ/viewform

მისამართი, გორი, გორგასლის 1 (ა)

დაკავშირებული სტატიები

ნეო ტვ ევროინტეგრაციის თემაზე კონკურსს აცხადებს, გამარჯვებულს ფულადი პრიზი და Neo Fest – 2023-ის ტიტული გადაეცემა

ნეო ტვ აცხადებს სტატიების, პოსტერების და ბლოგების კონკურსს თემაზე, "დემოკრატიული პროცესების განვითარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის პროპაგანდის აღმოსაფხვრელად"....

“მწვანე გაკვეთილი” მე-8 საჯარო სკოლაში – მოსწავლეებმა მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

გორის მე-8 საჯარო სკოლაში დღეს "მწვანე გაკვეთილი" ჩატარდა. "ირაოს" წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გლობალური დათბობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და წარმოქმნილი...

ევროკავშირზე ხალხს მეტი უნდა ვესაუბროთ, სოფლებში ამ მხრივ ცნობიერება დაბალია – ლიკა თოთლაძე

ევროკავშირის შესახებ შიდა ქართლის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრებს ვაწყობთ ვაწყობთ. პროექტის ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ, რომლის ფარგლებში 15-მდე ადგილობრივმა...

საუბრები ევროკავშირზე – ცხინვალთან ახლოს, მოზარდებმა გავრცელებული მითები განიხილეს

"ფონდი ტასოს" მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, აქტივისტები შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად ევროკავშირზე საუბრები სოფელ ბროწლეთში...