სოციალური პროგრამები ახალგაზრდების მხარდასაჭერად – გორში კონფერენცია გაიმართება

Share post:

ხუთშაბათს, 28 სექტემბერს, 14:00 საათზე, შიდა ქართლში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კონფერენცია გაიმართება.

ღონისძიების მიზანია, ახალი თაობისთვის იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში, მათთვისაა გათვალისწინებული, თუმცა დიდი ნაწილისთვის ის უცნობი და ხელმიუწვდომელია.

კონფერენციას forset-ის პროექტების მენეჯერი ჯუბო ბერიძიშვილი გაუძღვება. ამ ორგანიზაციასთან ერთად, შეხვედრას ნეო ტვ უმასპინძლებს.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, ოთარ კვირიკაშვილი ახალგაზრდებს სასარგებლო პლატფორმებს და თანამედროვე შესაძლებლობებს გაუზიარებს. მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დასახელებული თემების შესახებ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხები მიიღონ.

კონფერენციაში მონაწილეობა 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ, დაინტერესებულმა პირებმა კი შემდეგი სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdGTarhmL653eKQBLToawKGuiez-pvJkcilheqpYiTPEKwtCQ/viewform

მისამართი, გორი, გორგასლის 1 (ა)

დაკავშირებული სტატიები

პოდკასტების კონკურსი – NEO FEST-2025 – ის გამოსავლენად

NEO TV აცხადებს პოდკასტების კონკურსს, NEO FEST – 2025 - ის მფლობელის გამოსავლენად. დაინტერესებულმა პირებმა neotv.ge@gmail.com - ზე...

ბავშვების აღზრდა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში-განვითარების ახალი გზა თუ ტვინის მოდუნების საფრთხე?

ანა სვიანაძე 21-ე საუკუნის ბავშვები იზრდებიან გარემოში, სადაც ტექნოლოგიები აღარ არის დამატებით შესაძლებლობები - ისინი ყოველდღიური ცხოვრების ორგანული ნაწილი...

როგორ ავირიდოთ თავიდან დეზინფორმაცია-პროპაგანდის გავლენა?

როგორ ავარიდოთ თავიდან  დეზინფორმაცია-პროპაგანდა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს?სიმულაციები ამ საკითხზე რეალური პრობლემების გადაჭრისთვის შედგა. სამუშაო შეხვედრა რუსთავში, "სამოქალაქო განვითარების...

ბავშვებს ონლაინ სივრცეშიც სჭირდებათ დაცვა – ტრენინგი “მეცნიერებათა სკოლაში”

სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვაწყდებით არაზუსტ ან მავნე ინფორმაციას – სწორედ ამიტომ ჩატარდა გორში, "მეცნიერებათა სკოლაში" მედიაწიგნიერების ტრენინგი, სადაც...