ქალებში სოლიდარობა არასაკმარისია – როგორ მივიღებთ გენდერულად დაბალანსებულ საზოგადოებას?

Share post:

ავტორი: ირინა ხმიადაშვილი

ქალების ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. მამაკაცების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქალი მხოლოდ სახლში ყოფნით და შვილების აღზრდით უნდა იყოს დაკავებული, რადგან მათი აზრით, წამყვან პოზიციებზე ქალების ადგილი არ არის. ქალები იგნორირდებიან, ჩაგრავენ და საზოგადოებაში, განსაკუთრებით პერიფერიებში მეორე ხარისხოვნად არიან მიჩნეულები, რადგან მათი აზრით, ქალი მეორე ხარისხოვანი, “ნაკლებად ჭკვიანი” და “სუსტია”. გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ნაკლებად არიან წარმოდგენილები და ძირითადად შემსრულებლად მუშაობენ.

ნებისმიერ საჯარო სამსახურში, რომ შევიდეთ ქალები კი გვხვდებიან და არიან დასაქმებულები, მაგრამ შემსრულებელ პოზიციებზე. ყოველი 10 თანამშრომლიდან 8 ქალია, თუმცა კაცებთან შედარებით დაბალ პოზიციებზე (მათ შორის თანამდებობის არ მქონე). საშუალო ხელფასი (800ლ) 36%-ით დაბალი კაცების საშუალო ხელფასზე(1300ლ). არა და დემოკრატიულ ქვეყანაში, ქალებს ისეთივე უფლებები და გავლენა უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიმღებ პიზიციებზე, როგორიც მამამაკაცებს. სახელმწიფოს მმართველ ორგანოებში ქალების ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქალის სტატუსი ისეთივე დაფასებული უნდა იყოს, როგორიც მამაკაცის. მათ თანაბარი პასუხისმგებლობა გააჩნიათ, როგორც ოჯახში, ისე საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებაში. არის პროფესიები, რომლებსაც ერთნაირი წარმატებით შეიძლება დაეუფლოს ქალიც და კაციც, განსაკუთრებით იქ, სადაც საჭიროო არაა ფიზუკური ძალა. ხშირად ამ ვითარების ახსნას ზოგიერთი ისტორიული წარსულით ხსნის და ამბობს, რომ ოდითგანვე “ოჯახის თავი არის კაცი და ქვეყნის ბედსაც ისინი წყვეტენ”, თუმცა ივიწყებენ, რომ საქართველოს ისტორიაში გვყოლია ქალი მეფეებიც – თამარი, თინათინი და ა.შ და ამ დროს საქართველო მეტად ძლიერი იყო. ქალმა საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვა შეძლო ისეთ ძლიერ სფეროში, როგორიცაა პილიტიკა, შერიგება და ურთიერთობების აღდგენა.

თუ დავაკვირდებით არსებულ ტენდენციებს, ქალი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. გააჩნია საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები დამოკიდებულებები, როგორც პოლიტიკაში ისე ოჯახის წინსვლაში. ოჯახსა და პროფესიულ საქმიანობას ერთმანეთს უთავსებს, რაც პანდემიის პერიოდმაც დაადასტურა.

რატომ არ ჩანან უფრო მეტი რაოდენობით ქალები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე?– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა პოლიტიკაში ჩართულ ქალესაც უჭირთ.

გარკვეულწილად კვოტირების სისტემამ საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ფაქტია, რომ ქალების ჩართულობა ამ ცვლილებამ გაზარდა. მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯისა, პრობლემა ისევ დგას დღის წესრიგში, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქალებში არარსებული სოლიდარობაა. თუ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში იკითხავთ, ითვალისწინებენ თუ არა ქალების მოსაზრებებს, ნახავთ რომ დასაქმებულ ქალებს კონკრეტულ საკითხებზე პოზიციების მოსმენა ისევ თანამშრომელი კაცებისგან სურთ და არა იგივე პოზიციებზე მყოფი ქალებისგან.

გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, დღეს Facebook-ში კრიტიკის მთავარი ობიექტი ქალი ხდება და ხშირშემთხვევაში ისევ ქალებისგან. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჯერ ქალებს სჭირდებათ მხარდაჭერის მოპოვება ქალებისგან და შემდეგ მათი ერთიანობით კაცებისგან. არსებული ვითარების გამო კაცები უფრო წახალისებულ მდგომარეობაში არიან და თაობიდან თაობას გადაეცემა სტერეოტიპული მიდგომები, თითოქოს “კაცი უკეთესი მმართველია“ ოჯახსა და საზოგადოებაში.

მნიშვნელოვანია, რომ გენდერული სტერეოტიპების განეიტრალება საბავშვო ბაღის ასაკიდანვე დაიწყოს. “ნუ ტირი, გოგო ხომ არ ხარ” და “როგორ იქცევი, ბიჭი ხომ არ ხარ” მიდგომები გენდერულად დაბალანსებულ თაობას ვერ გაგვიზრდის. საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად, რა თქმა უნდა ოჯახის წევრების როლი უმნიშვნელოვანესია. მშობლები კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ როგორც ძალადობრივ გარემოში ცხოვრებით მომავალ მოძალადეებს ზრდიან, ისევეა ოჯახში გენდერული დისბალანსის ნორმად ჩამოყალიბება მოზარდის ცნობიერებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც გვსურს, რომ მეტი ქალი ვიხილოთ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, უპირველესაც ერთი შეხვედით ასეთ წვრილმან დეტალებს უნდა ვიაზრებდეთ და ქალების მიმართ მეტ სოლიდარობას ვავლენდეთ.

დაკავშირებული სტატიები

“27 ოქტომბერს “იაკობობა” აღინიშნება თუ არა ჯერ არ ვიცით” – გორის მერია

27 ოქტომბერს, ქართველი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წელი სრულდება, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით ეს...

ქარელის მერიას ტენდერში მონაწილე კომპანია უჩივის – ვინ განაახლებს აგარის კულტურის სახლს?

ქარელის მერიამ აგარის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ორი თვის განმავლობაში  მლნ 827 ათას 132 ლარის ფარგლებში...

“ფოიერვერკის ნაცვლად – სამწვადე ხორცი” – რისთვის დაიხარჯა “კასპობაზე” 66 000 ლარზე მეტი?

6 ოქტომბერს კასპში სახალხო დღესასწაული "კასპობა"აღინიშნა, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. კონკრეტულად კი ღონისძიების (მათ შორის...

მოდი არჩევნებზე! – NEO TV მაყურებელს სპეციალურ გადაცემას შესთავაზებს

“არჩევნები – 2024” – ნეო ტვ 5 ოქტომბრიდან სპეციალურ გადაცემას იწყებს, რომელსაც რუსკა ბუზიაშვილი გაუძღვება. გადაცემიდან მაყურებელი საარჩევნო საკითხებს, სხვადასხვა პროფესიის...