ნეო ტვ-მ დღეს პროექტის მონაწილეთა პირველ ჯგუფს უმასპინძლა. მენტორებთან ერთად ისინი მონაცემების გამოყენებით, ქალებთან დაკავშირებულ ვიზუალიზაციებს შექმნიან. წლის ბოლოს კი საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას “ნეო ფესტივალზე” თავადვე გააკეთებენ.
TASO Foundation • ფონდი ტასო – ს მიერ მხარდაჭერილ პროექტში შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით, საოკუპაციო ხაზთან და დევნილთა დასახლებებში მცხოვრები სულ 30 გოგონა/ქალი მონაწილეობს, პრაქტიკული ეტაპისთვის ისინი 3 ჯგუფში გადანაწილდნენ. პროექტის ბოლოს 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი გამოვლინდება, რომლებიც NeoFest-2022 – ის გამარჯვებულის ტიტულს მიიღებენ.