დღეს შიდსისგან მეშვიდე ადამიანი განიკურნა, შიდსი არ არის განაჩენი! ალბათ, უმრავლესობას გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ 2020 წლის სტატისტიკის მიხედვით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში, კორონავირუსის პარალელურად, შიდსის პანდემიაც გვქონდა. სწორედ, ამ დაავადებით იტანჯება დღეს მსოფლიოს მოსახლეობის 20 მილიონი ადამიანი. ამ რიცხვის უკან თითოეული ადამიანის ცხოვრებაა, თავისი ისტორიით და ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო შიშით ვუმძიმებთ ცხოვრებას და ჩვენგან გარიყულ ადამიანებად ვაგრძნობინებთ თავს, რაც მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. მიუხედავად იმისა, რომ შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტური სინდრომი) ისეთი დაავადებების რიცხვს განეკუთვნება, რომლის განკურნება მედიცინას ჯერჯერობით არ შეუძლია, ერთადერთი გამოსავალი თითოეული მოქალაქის ინფორმირებულობაა, რომელიც ვფიქრობ, ყოველგვარ სტიგმას გაარღვევს და დისკრიმინაციის ნიშნებსაც გააქრობს სოციუმში.
სწორედაც რომ, ცნობიერების ამაღლებაა შიდცთან ბრძოლის გზა. ჩვენ უნდა გავითავისოთ და მათაც ვაგრძნობით, რომ აივ დადებით პაციენტებს შეუძლიათ ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება. ამით მათ, დაავადების სიმძიმის მიუხედავად, შევუმცირებთ სტრესს და გავახსენებთ, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთი მარტივი დამოკიდებულების გამოჩენა საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია. მეტიც, დანარჩენს მიაჩნია, რომ ისინი გარიყულები უნდა იყვნენ სოციუმიდან, უსაფრთხოების გამო.
სტიგმა და დისკრიმინაციის ფორმები რომ მოვსპოთ, საჭიროა, შიდსის შესახებ სწორი ინფორმაციის ფლობა და შემდგომ მისი გავრცელება საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ ჩავატარე გამოკითხვა და მოვიკვლიე, რომ ადამიანების უმრავლესობა არ ფლობს დაავადების შესახებ სწორ ინფორმაციას, რადგან მათ გარშემო ადამიანებისგან მრავალი მითი გაუგიათ შიდსის შესახებ. მაგალითად, ჩემი ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს, ჰგონია, რომ შიდსი/აივი გამოიგონეს, რაც ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციაა, კეძოდ, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის ლაბორატორიაში შექმნეს. რეალობა კი გახლავთ ის, რომ შიდსი ისეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც გადამდებია ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით, სპერმით, ვაგინალური სითხით და არა კოღოს ნაკბენით. ასევე უნდა დაიმსხვრეს მითები იმის შესახებ, რომ შიდსი სასიკვდილო განაჩენია. მეორე მხრივ, შიდსი, მართლა მიიჩნეოდა მომაკვდინებელ დაავადებად და არასწორი მკურნალობით, ის მართლაც იძენდა მომაკვდავი დაავადების სახეს გასულ საუკუნეში. საგულისხმოა, რომ მრავალი კვლევა ჩატარდა აივის შესახებ და მკურნალობის სწორი მეთოდებიც დადგინა.
მოკლედ რომ ვთქვათ, სწორი ინფორმაცია გავრცელდა და, შესაბამისად, შიდსი აღარ ითვლება მომაკვდინებელ დაავადებად. ალბათ ხედავთ, თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს ინფორმაციას ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. აივ-ი აქვეითებს ორგანიზმის იმუნიტეტს და შესაბამისად, სხვადასხვა დაავადების მიმართ ადამიანი სუსტი ხდება, რაც ინდივიდის ფსიქოლოგიაზე გავლენას ახდენს და თავს მეტად უსუსურად და საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობს.
არგუმენტირებულად მსჯელობისას საჭიროა, ვახსენოთ ისიც, თუ რატომ არის გავრცელებული სტიგმა შიდსთან დაკავშირებით, რომლის თანახმად ის თითქოს მომაკვდინებელია. სწორედ იმიტომ, რომ ინფორმირებულობის დონე დაბალია და ამ დაავადების შესახებ კამპანიები აქტიურ ხასიათს არ ატარებს. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ შიდსის დროს მკურნალობის სწორი რეჟიმითა და საკუთარ სხეულზე ზრუნვით, შეგიძლიათ იცხოვროთ ხანგრძლივი, სრული ცხოვრებით და არ გახდეთ სტიგმის მსხვერპლი. იმ სტიგმის მსხვერპლი, რომლის მიხედვითაც, ინფიცირებულს არ შეუძლია ბავშვის გაჩენა, ქალს – დაორსულება და სხვა. ცხადია, ქალებს შეუძლიათ ისეთი ორსულობა ჰქონდეთ, რომ ნაყოფს აივი არ გადაედოს. არსებობს ბევრი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციის პარტნიორზე ან პატარაზე გადატანა. აივ-ის მკურნალობაში მიღწეულმა შედეგებმა დაიწყო სტერეოტიპების დამსხვრევა და მითების გავრცელების ტემპის შენელება.
საბოლოოდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაცია, რომელიც, (ალბათ უკვე თქვენც დამეთანხმებით) უსაფუძვლოა, შესაძლოა მოგვარდეს სოციუმის ინფორმირებულობის გზით შიდსთან დაკავშირებით.
ტრივიალური ფრაზის ხსენება, ჩემი აზრით, საჭიროა – “შიდსი არ არის განაჩენი”. მიმაჩნია, რომ სანიტარულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება მოსახლეობაში, კამპანიების წარმართვა, ბლოგების წერა და თითოეული ინდივიდის ღიად საუბარი ამ თემაზე სასიცოცხლოდ გადამწყვეტია, ვინაიდან ერთად შევძლოთ ამ დაავდების დამარცხება და ასევე
დაავდებული ხალხის დახმარება.
ანა სვიანაძე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის სტუდენტი