აგვისტოს ომის მუზეუმში “საოკუპაციო ხაზიდან ნატოს ელჩის” დაჯილდოება გაიმართება

Share post:

23 დეკემბერს 13:30 საათზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ნეო ტვ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას ერგნეთში, აგვისტოს ომის მუზეუმი უმასპინძლებს და მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, ირინა შამილაძე და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსი, მარიამ გიგაური.  

შეხვედრის მომხსენებლები ნეო ტვ-ს პროექტის ლიდერები იქნებიან, რომლებმაც შიდა ქართლის 10 სოფელში ადგილობრივ ქალებსა და ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა გაუზიარეს და მათი მოსაზრებებიც მოისმინეს. 

სწორედ საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და აღნიშნულ თემებზე გამოკვეთილი პრობლემების განხილვას დაეთმობა ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრა, რომლითაც ნეო ტვ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ მხარდაჭერილ პროექტს დაასრულებს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ნეო ტვ ბლოგების კონკურსში გამარჯვებულსაც დაასახელებს და მას “საოკუპაციო ხაზიდან ნატოს ელჩის” ტიტულს გადასცემს. 

მცირე გრანტები გაიცა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით, ახორციელებს.

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...