გორში, დევნილი მოსწავლეებისთვის უფასო ცეკვის ჯგუფები გაიხსნა

Share post:

ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ცეკვის ჯგუფები გაიხსნა. ახალი წამოწყება – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და   ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხევის” ერთობლივი პროექტია.  

ცეკვის წრე “ხევის” სტუდიის ბაზაზე იფუნქციონირებს – ქალაქ გორში, Hotel Georgia Gold-ის შენობასა და სოფელ ხელთუბანში. მიღება 2024 წლის თებერვლიდან დაიწყო. მსურველები ქართულ ხალხურ ცეკვებს შეისწავლიან და სხვადასხვა ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

სტუდიას ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის “ნართები” ყოფილი მოცეკვავე, “ქორეოგრაფთა კავშირის” დამსახურებული ქორეოგრაფი რამაზ შიოშვილი უძღვება. ამ პროექტის დეტალები მან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, თამაზ ბესტაევთან ერთად განიხილა.

მათი ინფორმაციით, ანსამბლის წარმატებულ დევნილ მოცეკვავეებს მოღვაწეობის გაგრძელება ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლში “ნართები” შეეძლებათ.

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...