გორში, მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მშობელი 500 ლარიან დახმარებას მიიღებს

Share post:

გორის მერია 2024 წლიდან მარტოხელა მშობლების დახმარებას ზრდის. კერძოდ, სოციალური
სარეიტინგო ქულების მიხედვით დიფერენცირებული დახმარება გათანაბრდება და გახდება
500 ლარი ყველა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლისთვის. 2023 წელს,
ამ დახმარებით ჯამში 159 – მა ბენეფიციარმა ისარგებლა. 2024 წლისთვის კი დახმარების თანხა
73 500 დან 75 000 ლარამდე გაიზარდება.


“ძირითადად ქალები სარგებლობენ სოციალური დახმარების პროგრამის მე-16 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს მარტოხელა მშობლის დახმარებას 200-დან 500 ლარამდე სოციალური სარეიტინგო ქულის მიხედვით. აღნიშნული მუხლით 2023 წლის 1 იანვრიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 68 700 ლარი და ისარგებლა 159-მა ბენეფიციარმა. 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია მარტოხელა მშობლების დახმარების გაზრდა, კერძოდ, სოციალური სარეიტინგო ქულების მიხედვით დიფერენცირებული დახმარება (200 ლარი 100 000-დან 150 000 ქულამდე, 300 ლარი 70 000 – დან 100 000 ქულამდე და 500 ლარი 0-დან 70 000 ქულამდე) გათანაბრდება და გახდება 500 ლარი ყველა კატეგორიის სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლისთვის”, – აცხადებენ გორის მერიაში.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...