დევნილებისთვის ახალი საიტი შეიქმნა

Share post:

devnilebistvis.ge – ასე ჰქვია ვებ-გვერდს, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია განთავსდა. იდეის ავტორი ასოციაცია “თანხმობაა”, პროექტის მიზანს კი წარმოადგენს, დევნილთა ინფორმირებულობის ხელშეწყობა იმ პროგრამებისა თუ სერვისების შესახებ, რომელსაც საქართველოში ახორციელებენ სახელმწიფო უწყებები, მუნიციპალიტეტები და არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები.

ამ დრომდე აღნიშნული ინფორმაცია სხვადასხვა გვერდსა თუ სოციალურ ქსელებში, ქაოტურად იყო მიმოფანტული, აღნიშნული ინიციატივის თანახმად კი ყველა სიახლე თუ პროგრამა რაც იძულებით გადაადგილებულ პირებთანაა დაკავშირებული, ერთი სივრცეში იქნება თავმოყრილი.

“განთავსებული ინფორმაცია შესაძლებლობას აძლევს თითოეულ დევნილს გაეცნოს და იცოდეს რა პროგრამებით და სერვისებით შუძლია ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიიაზე, ვის უნდა დაუკავშირდეს პროგრამით/ სერვისისთ სარგებლობისას, სად მდებარეობს ტერიტორიულად ის ორგანიზაციები/ უწყებები, რომელთაც დევნილთა დახმარება შეუძლიათ. ამ გვერდის მეშვეობით, ადგილნაცვალ პირებს შეუძლიათ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით გამოაგზავნონ ჩატში კითხვები და მიიღონ შესაბამისი პასუხები”, – აღნიშნა ასოციაცია “თანხმობას” ხელმძღვანელმა, იულია ხარაშვილმა.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...