დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ვუზიარებთ – შორენა ბიჭიკაშვილი

Share post:

ვინ ცდილობს საქართველოში კონფლიქტებისა და დაძაბულობის კერების შექმნას? – ამ თემაზე გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები დავიწყეთ. ახალ თაობას პირადად ვხვდებით და მათთვის გასაგებ ენაზე ყალბი ამბების ამოცნობას ვასწავლით. დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში დეზინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და ის თავის კვალს ტოვებს საზოგადოებაში, რაც მათ განწყობებზე აისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ქალაქიდან შედარებით მოშორებით ცხოვრობენ და არ აქვთ მსგავსი თემატიკის ტრენინგ-სემინარებზე დასწრების ფუფუნება, პირადად გავუზიაროთ ის ინფორმაცია, რაც მათ შეცდომაში შეყვანისგან დაიცავს.

თავდაპირველად ჩავედი სოფელ თერგვისში და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მოსაცდელებთან, რუსეთის პროპაგანდისტული ნარატივებით გაჯერებული მითების საპირწონე, ფაქტებით და არგუმენტებით აგებული რეალური ინფორმაცია გავავრცელე.

სწორედ ეს საკითხები აინტერესებდათ ადგილობრივ ახალგაზრდებს, რაზეც მიღებული ცოდნა გავუზიარე თუ როგორ შეუძლიათ  გაარჩიონ ერთმანეთისგან ყალბი ამბავი რეალური ინფორმაციისგან. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მდებარეობიდან გამომდინარე მათ ნაკლებად აქვთ წვდომა ინტერნეტთან და იმ შესაძლებლობების შესახებაც ვერ იგებენ, რაც მათ ცნობიერების ამაღლებაში დაეხმარებათ.

თერგვისის შემდეგ, საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ხიდისთავში გავმართეთ. ამჯერად ადგილობრივ მოსახლეობას ევროკავშირის სიკეთეებსა და 12 რეკომენდაციის შესახებ ვესაუბრე, რომლის შესრულებასაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარების მიმართულებები.

მოსახლეობამ თავადვე აღნიშნა, ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობა და დაასახელა მუნიციპალიტეტში საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები.

ნეო ტვ-ს პროექტში მონაწილეობის საშუალებას “ფონდი ტასო” გვაძლევს, რომლის მხარდაჭერითაც კვალიფიციურმა ექსპერტებმა გადაგვამზადეს და მოგვცეს შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის გაგვეზიარებინა. ამ მიზნით, წლის ბოლომდე ჯამში, შიდა ქართლის 15 სოფელს მოვიცავთ.

შორენა ბიჭიკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...