“ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით, დაცულობის მოლოდინი გვაქვს” – კნოლევის მოსახლეობა

Share post:

“ფონდი ტასოს” მხარდაჭერით, ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეები ამჯერად, ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. კონკრეტულად კი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კნოლევში ადგილობრივებს, გავრცელებული მითების საპირწონედ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გაუზიარეს, რაც ევროკავშირის მხარდაჭერას ეხება საქართველოს მიმართ.

მოსახლეობის განმარტებით, სოფელში ხშირად ვრცელდება დამახინჯებული მოსაზრებები, რაც მოსახლეობაში შიშს და დაძაბულობას იწვევს.

ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილეებმა მათ “ფონდი ტასოს” მხარდაჭერით მომზადებული მასალები წარუდგინეს და დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხები გააცნეს.

“მოსახლეობა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ გარკვეული ჯგუფები ხშირად ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რაც არანაირ კვლევას და ფაქტს არ ეფუძნება. მაგალითად, ევროკავშირის ბაზარს მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი თითქოს ვერასოდეს დააკმაყოფილებს, “რუსეთში კი რეალიზაციას მარტივად მოახდენენ”. ჩვენ კი სოფლად მცხოვრები ის ფერმერები დავუსახელეთ, რომლებმაც ევროკავშირში შიდა ქართლიდან პროდუქტის ექსპორტით მეტი სარგებელი მიიღეს. ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა კუთხით გამოჩენილ მხარდაჭერას და მშვიდობის შენარჩუნებაში ამ ორგანიზაციის როლს. ვფიქრობ, მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ჩვენი პროექტის მონაწილეები, რადგან რამდენიმე თვის წინ ნეო ტვ-ს ოფისში, ტრენინგების შედეგად მიღებულ გამოცდილებას ახლა საკუთარ თემში თანასოფლელებს უზიარებენ“,-აღნიშნა პროექტის დირექტორმა, ნინო ჩიბჩიურმა.

“ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შიდა ქართლის მასშტაბით, ჯამში 15 შეხვედრა ჩატარდება, სადაც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და ქალები, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს, დეზინფორმაციის ამოცნობისა და მითების საპირისპირო ინფორმაციის შესახებ გამოცდილებას ადგილობრივებს პირადად უზიარებენ.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...