ერთკვირიანი ტრენინგი ბაკურიანში, გორელი ახალგაზრდებისთვის

Share post:

თუ ხარ 14-30 წლამდე და ცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტში, შეგიძლია ჩაერთო გორის ახალგაზრდული ცენტრის პროექტში -“You(th) for you(th)r spaces”

პროექტის მიზანია, გორის მუნიციპალიტეტში, ასევე, ოკუპაციით დაზარალებულ სოფლებში, მცხოვრები ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციების გაძლიერება, ახალგაზრდული ცენტრების/სივრცეების განვითარებისთვის.

შეხვედრები 1-7 ივნისს, ბაკურიანში ჩატარდება.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ: გორელ ახალგაზრდებთან მომუშავე, 14-30 (ლიმიტირებული რაოდენობით 30+-იც) ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც წარმოადგენენ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს/საინიციატივო ჯგუფებს. მონაწილეების შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მომუშავე ახალგზარდებს/ახალგაზრდულ მუშაკებს და გორის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს“,- აცხადებს პროექტის წარმომადგენელი, მედეა პავლიაშვილი.

გორის ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა განახორციელონ ადგილობრივი აქტივობები (ტრენინგების სერია ან/და საინფორმაციო კამპანია), რომლის გეგმაც ტრენინგის პერიოდში შეიმუშავებენ.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 15 აპრილამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/7d2u83NxxRC6VX7F8

ტრანსპორტირების, კვების და სასტუმროს ხარჯები დაფარულია პროექტის მიერ.

პროექტის წარმატებით გავლის შედეგად მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.

პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ევროპული ახალგაზრდული ფონდის მიერ.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...