როგორ მივიღოთ საჯარო ინფორმაცია? – გორში, მედიასთან და NGO სექტორთან შეხვედრა მოეწყო

Share post:

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თემას დაეთმო შეხვედრა, რომელსაც გორში “ქართულმა მედია ჯგუფმა” უმასპინძლა. ჟურნალისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერას ამ მიმართულებით მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი უწევს, რაზეც უფრო ვრცლად შეხვედრაზე, ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მამუკა ანდღულაძემ ისაუბრა.

როგორც შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებმა აღნიშნეს, საჯარო უწყებების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემა ხშირად ჭიანურდება, რაც მათ საქმიანობის შეფერხებას იწვევს. მათი განმარტებით, მედია სასურველ ინფორმაციას დაგვიანებით, არასრულად, ან საერთოდ ვერ იღებს. 

შეხვედრა პროექტის, „მედიის თავისუფლების ხელშეწყობა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, საქართველოში ა.შ.შ. საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მედიასთან ერთად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე რეკომენდაციებს  გორში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ისმენდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა პროექტის ითვალისწინებს ხელი შეუწყოს მედიას და მოქალაქეებს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის კუთხით, გააძლიეროს მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გაზარდოს მთავრობის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. ამ მიზნით, პროექტის ავტორები საზოგადოებასთან შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავენ.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...