ფინანსური დახმარება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების დედებს

Share post:

მრავალშვილიანი ოჯახების და მარტოხელა სტატუსის მქონე მშობელბთან ერთად, ფინანსურად დაეხმარების მიღება შეუძლიათ ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების დედებსაც. კონკრეტულად კი ოჯახებს, რომლებსაც სამი და მეტი შვილი შეეძინებათ, ადგილობრივ თვითმმართველობას ფინანსური დახმარება უნდა მოსთხოვონ.


ფინანსური დახმარება ეკუთვნით იმ პირებსაც, რომლებსაც სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის სტატუსი აქვს, ან ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები ჰყავთ. მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0 – დან 150 000 – მდე; სამივე შვილი0-დან 18 წლამდე), ბენეფიციარებს 300 ლარი გადაეცემათ. 4-შვილიანი ოჯახების დასახმარებლად (ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე) წელიწადში ერთხელ – 500 ლარი გაიცემა.

5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (ყველა შვილი 0-დან 18 წლამდე) კი, წელიწადში ერთხელ, თითოეულ ბავშვზე 200 ლარია. რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარებას, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები (0-დან 18-წლამდე) და სარეიტინგო ქულა 0-დან– 150 000 ის ჩათვლით აქვთ მინიჭებული, 500 ლარი გადაეცემათ; აღნიშნული ფულადი დახმარებებით სარგებლობას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულები. დახმარებების მიღების მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა გორის მერიას უნდა მიმართონ.

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...