ქალთა სპორტის განვითარებისთვის, გორში წელს 82 500 ლარია გათვალისწინებული 

Share post:


გორში, სპორტით დაინტერესებულ ქალებს შესაძლებლობა აქვთ შეუერთდნენ საფეხბურთო გუნდს “გორი იუნაიტედი”, რომლის დაფინანსებაც წელს 82 500 ლარითაა განსაზღვრული. თანხები გათვალისწინებულია ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასებისთვის, შეკრებების, სამწვრთნელო პროცესის, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასებისთვის.

დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის მიზანია ქალთა საფეხბურთო გუნდის ასპარეზობა ეროვნულ ჩემპიონატში და შემდგომ საერთაშორისო ასპარეზზე ქალთა წარმატებების ხელშეწყობისთვის. ამ მიმართულებას ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბი გორი“ კურირებს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდებისაგან შემდგარ 28 ასაკობრივი ჯგუფის მომზადებას.

ჯგუფები დაკომპლექტებულია ჯამში 750 მოზარდით (მათ შორის 236 გოგო 514 ბიჭი). ასევე უზრუნველყოფს ქალთა და ამპუტანტთა გუნდების მომზადებას წლის განმავლობაში სხვადასხვა ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად. 

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...