ქარელის მერია წელს პირველად, ძალადობის მსხვერპლებს 500 ლარით დაეხმარება

Share post:

ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ახალი პროგრამა დამტკიცდა, რომელიც ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთათვის ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს. 2024
წლიდან მერია აღნიშნული მიმართულებით 15 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.


“2024 წელს გათვალისწინებულია ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის
დახმარება, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით
აღიარებული იქნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლად. ფინანსური დახმარება გაიცემა
წელიწადში ერთჯერადად 500(ხუთასი)ლარის ოდენობით”,
– წერია 2024 წლის ფინანსურ
დოკუმენტში.
მუნიციპალიტეტში ფიქრობენ, რომ ბიუჯეტიდან ძალადობის მსხვერპლებისთვის თანხის
გაცემის შედეგად, კონკრეტული შემთხვევები და საჭიროებები გამოვლინდება.


ამ დრომდე ქარელი ერთადერთი მუნიციპალიტეტი იყო შიდა ქართლში, რომლის ბიუჯეტიც
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას არ ითვალისწინებდა. ახალი წლიდან კი
ქარელის მერია წელიწადში ერთხელ ამ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ერთჯერად
ფინანსურ დახმარებას გასცემს.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...