“ღია გონების აკადემია” გორელ ახალგაზრდებს 8 დღიან სალექციო კურსზე იწვევს

Share post:

თუ ცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტში, ხარ 16-დან 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდა და გსურს განივითარო კრიტიკული აზროვნებისთვის საჭირო უნარები, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა. საქართველოს მომავლის აკადემია USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამასთან პარტნიორობით, აცხადებს მიღებას პროექტის “ღია გონების აკადემია” გორის ნაკადის დასაკომპლექტებლად.

“ღია გონების აკადემია” გორში 13 ივლისს დაიწყება და ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. აკადემიის თარიღებია 13-14/20-21/27-28 ივლისი და 3-4 აგვისტო. აკადემიის სალექციო კურსები ჩატარდება 8 დღე, 4 შაბათ-კვირის განმავლობაში და მოიცავს ხუთ მოდულს:

  1. სახელმწიფო მოწყობა, აქტიური მოქალაქეობა და საჯარო ჩართულობის პლატფორმები.
  2. კორუფცია და ანტიკორუფციული მექანიზმები საქართველოში; ადამიანის უფლებები (თანასწორობის უფლება). 
  3. საქართველოს გზა ევროკავშირისკენ და ახალგაზრდების როლი.
  4. პროექტის დაგეგმვა და განხორციელება (ინიციატივებზე მუშაობა); საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.
  5. დებატების უნარებისა და ფორმატის სწავლება, რომელიც აკადემიაში განხილული თემების მიხედვით დებატების ტურნირით დასრულდება.

აკადემიის სალექციო კურსის შემდეგ მონაწილეები განახორციელებენ საკუთარ ინიციატივებს. საუკეთესო ინიციატივების ავტორები და დებატების ტურნირის გამარჯვებულები დეკემბერში თბილისში გამართულ 3 დღიან შემაჯამებელ ღონისძიებაზე შეძლებენ დასწრებას (მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯი სრულად დაფინანსდება). 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 10 ივლისის 23:59-მდე შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/aRhTmYbud36ax3mw6

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...