“ღია მონაცემები – ევროინტეგრაციისთვის” – გამარჯვებული დასკვნით ღონისძიებაზე დაჯილდოვდა

Share post:

“ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად შეუძლია და მსგავსი არაერთი მაგალითი არსებობს” –  ამ თემას ეხებოდა ნათია სიდამონიძის მიერ მომზადებული მასალა, რომელმაც ჟიურის მოწონება დაიმსახურა და გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა. მისი თქმით, რუსეთის პროპაგანდისტული ჯგუფების მიერ გავრცელებული მითების დამსხვრევა, ახალგაზრდებს სწორედ მსგავსი ნამუშევრების მომზადებით შეუძლიათ. ის აპირებს რომ მოძიებული ფაქტები ევროკავშირის შესახებ, საკუთარ თემში მცხოვრებ მოსახლეობას გაუზიაროს. 

ნათიასთან ერთად ჯამში 12 მასალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ერგნეთში, “აგვისტოს ომის მუზეუმმა” უმასპინძლა. 

გავრცელებული მითების საპასუხოდ მომზადებული ვიზუალიზაციები ეხებოდა, როგორც პოლიტიკის და  ეკონომიკის, ისე კულტურის და განათლების თემებს. პროექტის მონაწილეებმა საჯარო ინფორმაციისთვის პორტალი askgov.ge გამოიყენეს და მონაცემები საკუთარ ნამუშევრებში ასახეს. 

პროექტი “ღია მონაცემების ჰაბი ევროინტეგრაციისთვის” ნეო ტვ-მ “ფორსეტის” მხარდაჭერით განახორციელა. მოკლე დროის მიუხედავად, ორგანიზაციამ არაერთი საინტერესო აქტივობა დაგეგმა, მათ შორის ტრენინგ-სემინარები, გადაცემები, მასტერკლასები და ა.შ. დასკვნით ღონისძიებას პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

12 – ვე ნაშრომი ნეო ტვ-ს სპეციალურ რუბრიკაშია (EU) განთავსებული და მისი ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. თავად მონაწილეებს კი პროექტის წარმომადგენლებისგან ტრენერის სერტიფიკატები გადაეცათ, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილ მასალებს ისინი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვადასხვა ფორმით გააზიარებენ და თანასოფლელელბის შეკითხვებსაც უპასუხებენ.

დაკავშირებული სტატიები

Chakrulo – ქართული ინოვაცია კოსმოსური ბიოლოგიის სფეროში

ანა სვიანაძე თანამედროვე სამყაროში, სადაც კოსმოსური მოგზაურობა სულ უფრო ახლოვდება კერძო პირებისთვისაც, ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის შეფასება მნიშვნელოვანი...

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...