ცხინვალთან ახლოს, ახალგაზრდებმა ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილეს

Share post:

ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ მერეთში ევროკავშირის სიკეთეებზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილე, ხატია ხაბაშვილი უძღვებოდა. ახალგაზრდებმა სოფელში გავრცელებული მითები დაასახელეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საპირისპირო არგუმენტები მათთვის უცნობი იყო.

სწორედ ევროკავშირის ირგვლივ არსებული ყალბი ამბების საპირწონე, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა შეხვედრის მთავარ მიზანს, რომელიც “ფონდის ტასოს” მხარდაჭერით გაიმართა. გარდა ამისა განსაკუთრებული ინეტერესი ახალგაზრდებმა იმ საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ გამოხატეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირი სთავაზობს.

“შეხვედრა, რომელსაც მერეთის სკოლის მოსწავლეები (მე-8 კლასიდან ზევით) დაესწრნენ, შეეხებოდა ევროკავშირის შესახებ არსებულ მითებს. გვქონდა საინტერესო დისკუსია. ახალმა თაობამ თავად დაასახელა ის მითები, რომლებიც სმენიათ ევროკავშირის შესახებ. თუმცა, არ იცოდნენ ამ მითების საპასუხოდ რა არგუმენტები უნდა ჰქონოდათ. სწორი ინფორმაციის მიწოდებით გავაბათილეთ ეს მითები. ვისაუბრეთ იმ საგანმანათლებლო პროგრამებისა და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს. ვინაიდან მერეთი გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარეობს, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მითების მსხვრევა ოკუპირებული ტერიტორიებით ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებსა და რესურსებზე, რასაც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი გვთავაზობს, რადგან ახალგაზრდებისთვის ეს საკითხი ნაკლებად ცნობილი იყო. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ასეთ სოფლებში საკმაოდ დიდი დაინტერესებაა მსგავსი თემატიკის შეხვედრების მიმართ”, -აღნიშნა ხატია ხაბაშვილმა.

მსგავსი სახის შეხვედრებს ნეო ტვ ჯამში 15 სოფელში ჩაატარებს. “ფონდი ტასოს” მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მომხსენებლები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებმაც გასულ წელს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგ-სემინარები გაიარეს და ანალიტიკური მასალები მოამზადეს.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...