წადი არჩევნებზე! – NEO TV დევნილთა დასახლებებში შეხვედრებს მართავს

Share post:

“ინფორმირებული ამომრჩეველი შიდა ქართლში დემოკრატიის განვითარებისთვის” – NEO TV – ს პროექტის გუნდი საინფორმაციო შეხვედრებს დევნილთა დასახლებებში აგრძელებს. ისინი ძირითადად იმ ადამიანებს ესაუბრებიან, რომლებიც ინტერნეტს ნაკლებად ან საერთოდ არ მოიხმარენ და შესაბამისად, მარტივად ექცევიან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ.

“ჩვენ როგორც თემის მობილიზატორებს – სამართლიანი არჩევნებისთვის, გვსურს ვუზრუნველყოთ მოსახლეობის ინფორმირებულობა იმის შესახებ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მოსახლეობას კარდაკარ ვხვდებით იმისთვის, რომ ზუსტად იცოდნენ, რატომ არის მათი ხმა მნიშვნელოვანი. ჩვენი ვიზიტები სოფლებში აბსოლუტურად აპოლიტიკურია და ეს ყველაფერი ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას, რომ საარჩევნო ხმა არის ფარული და თითოეული გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”, – ამბობს სკრის დევნილთა დასხლებაში მცხოვრები თამარ ბიგანიშვილი.

პროექტი NEO TV ახორციელებს, სამართლიან არჩევნებთან (ISFED) პარტნიორობით, European Union in Georgia და ევროკავშირის მხარდაჭერით.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...