3000 ახალი კომპანია რუსეთიდან –  რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება

0
110

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 16 მარტის ჩათვლით, საქართველოში 30 439 ადამიანი შემოვიდა, აქედან 12000 მდე პირი უკან ჯერ არ დაბრუნებულა. მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ამჟამად შემოსულ პირთა რიცხვი,  2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებია. უწყების ცნობით, პანდემიის გამოცხადების წინა წელს იგივე დროს რუსეთიდან 64 008 ადამიანი შემოვიდა და მათგან უკან  63 097 პირი გაბრუნდა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში შემუსულთა რიცხვი პანდემიის გამოცხადებიდან შემცირდა, თუმცა 2020 წელთან შედარებით მათი რიცხვი გაზრდილია. კერძოდ, თუ 2020 წელს, 15 წლის და მეტი ასაკის მქონე ვიზიტორების რიცხვი (რუსეთის მოქალაქეები) 208 677-ით იყო წარმოდგენილი, 2021 წლის ბოლოს, მათი რაოდენობა 4300-ით გაიზარდა

მათი საქართველოში ჩამოსვლის მოტივი გასული პერიოდისგან განსხვავებულია, თუ ადრე ისინი ტურისტებად მოდიოდნენ, ახლა მათი ნაწილი აღარ მალავს, რომ  დაწესებულ სანქციებს და პუტინის რეჟიმს გამოურბის. ზოგიერთისთვის კი კი საქართველო ბიზნესის წარმოების/გაგრძელების მიმზიდველი მიმართულება აღმოჩნდა. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 21 მარტამდე, იუსტიციის სახლს აღნიშნული მიზნით, რუყველაზე მეტი, 158 განაცხადი რეესტრში 14 მარტს შევიდა.

იუსტიციის სახლის ინფორმციით, Რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას, 1 248 პირს სურს ინდ.მეწარმედ რეგისტრაცია, 60-ს შპს-ს, ერთს კი ა(ა)იპ-ის.სეთის 3008 პირმა მიმართა.

როგორც ირკვევა, რეგისტრაციის ადგილის მითითებისას, პროცესში განმცხადებლებს საქართველოს მოქალაქეებიც ეხმარებიან და უძრავი ქონების გამოყენების უფლებას აძლევენ.

რუსული კომპანიები საქართველოში მანამდეც მრავლად არსებობდა, თუმცა მსურველთა რიცხვმა ბოლო დღეებში საგრძნობლად იმატა. ფაქტ-მეტრის მიერ გამოთხოვილი მონაცემებიდან ირკევა, რომ ამ დროისთვის 24 თებერვლამდე 5000-მდე  კომპანი იყო რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში არსებული კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. მათ შორის 95 საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონში, შიდა ქართლშია რეგისტრირებული.

1230 კომპანია 1995-2012 წლებშია რეგისტრირებული, 3000-მდე კი 2013-2020 წლებში.  ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 1200, 2018 წელს დაფიქსირდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კომპანიები, რომლის მფლობელები/მეწილეები რუსეთის მოქალაქეები არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც აქტიურად მონაწილეობენ.

რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია; მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში“, – წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2011-2021 წლებში, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია.

წყარო: TI

TI-ს კვლევის მიხედვით, რუსული კომპანიების რაოდენობის მატებასთან ერთად, საქართველოდან, 2012 წლიდან ექსპორტის მოცულობაც გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოდან რუსეთში 610 მლნ აშშ დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 14.4%-ს შეადგენს. ამ რიცხვმა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 38%-ით გადააჭარბა.

წყარო: სტატისტიკის სამსახური

რაც შეეხება იმპორტს, რუსეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი (13%) საავტომობილო საწვავს უჭირავს, რომლის ღირებულებამაც 2021 წელს, 135 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ნავთობის აირები (გაზი) იყო 97 მლნ აშშ დოლარით. მე-3 ადგილზე კი სასურსათო მოხმარების მნიშვნელოვანი პროდუქტი – ხორბალი.

გასულ წელს საქართველოში 87 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 319 ათასი ტონა რუსული ხორბალი შემოვიდა, რამაც საქართველოში ჯამურად იმპორტირებული ხორბლის 94% შეადგინა. როგორც აღმოჩნდა ქვეყანაში ფქვილის მხოლოდ 2 თვის მარაგია დარჩენილი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია სანქციების პირობებში როგორ შეძლებს საქართველო რუსეთიდან პროდუქტის შემოტანას, რადგან რუსეთზე დაწესებული სანქციების პირობებში საქართველოდან უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება შეუძლებელია.

ხორბლის გარდა, შემოსავლების მხრივ, პანდემიამდე  საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში რუსეთიდან 1.5 მლნ რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რის შედეგადაც, საქართველომ დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიის შედეგად ეს სარგებელი 86%-მდე შემცირდა. 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შეიცვალა.

საქართველოსთვის შემოსავლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო სანქციების დაწესებდამდე რუსეთიდან გადმორიცხული თანხებიც იყო. 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მთლიან გზავნილების 17.5%-ს შეადგენდა.

2021 წელს, პანდემიის გაგრძელების მიუხედავად, ეკონომიკური შეზღუდვები შემცირდა და შედეგად, საქართველომ რუსეთში ექსპორტით, ტურიზმით და ფულადი გზავნილებით 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მშპ-ს მიმართ დაახლოებით 6.7%-ია. აქედან გამომდინარე, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს არ დაბრუნებია, თუმცა 2020 წელთან შედარებით გაზრდილია.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მნიშვნელოვანია, იმის გაანალიზებაც, საქართველოს ეკონომიკის რომელ სექტორებში და რა დონეზე იქნებიან წარმოდგენილები რუსული კომპანიები და როგორ შეიცვლება მათი რაოდენობა და ჩართულობა სხვადასხვა სფეროებში, რადგან ისინი საქართველოში ოპერირებით, სარგებელს სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე მიიღებენ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რუსული კომპანიები შემოსავლებს სახელმწიფო ტენერებიდან, საბიუჯეტო თანხებიდანაც იღებენ.

ექსპერტები საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულებაში მნიშვნელოვან საფრთხეებს ხედავენ და ალტერნატიული გზების მოძიების აუცილებლობაზე მიუთითებენ.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას  და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მაგალითად, 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. რუსეთმა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოს „დასჯა“ და საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here