BAG-ის კვლევის თანახმად, სამშენებლო ბიზნესი ჩავარდა

0
99

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სამშენებლო ბიზნესი ჩავარდა.

დარგის სპეციალისტები სამშენებლო სექტორში ორი ტიპის კომპანიებზე საუბრობენ. დეველოპერები, რომლებიც ბინებს აშენებენ/ყიდიან და ინფრასტრუქტურული კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში არიან ჩართულები.

“ცხადია ორივე ტიპის კომპანიებს უჭირთ. კოვიდიდან გამომდინარე, ინფლაცია სამშენებლო მასალებზე არის ძალიან მძიმე, მაგრამ დეველოპერებში მეტი ოპტიმიზმია. ამის მიზეზი 2021 წლის გაყიდვებია. წლის დასაწყისში აპოკალიფსურ სურათებს ვხატავდით, თუმცა პროგნოზებთან საუკეთესო შედეგები ჰქონდათ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ კომპანიებს, აქ მძიმე სიტუაციაა, რადგანაც მათ ფიქსირებული კონტაქტუალური ურთიერთობები აქვთ, ჩაკეტილები არიან ღირებულებებში, პროექტები არათუ ვერ გაკეთდება, არამედ მივიღებთ გაკოტრებულ კომპანიებს. მეტიც კომპანიები, რომლებმაც საბანკო გარანტიები წარადგინეს პროექტების შესრულებაზე, იძულებულები იქნებიან გარანტიები სახელმწიფოს გადასცენ“, – განაცხადა BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here